Ⴇამაზ Ⴋჭედლიძე. Ⴀღდგენილი ქართული
ანბანი. —
Ⴔულდა, 2013 — 148 გვ. — 240 ილ., 43 ტაბ.
Ⴕართული კალიგრაფიის ხელოვნების აღდგენა. — Ⴂვ. 94-104.
Ⴕართული კალიგრაფიის ხელოვნების აღდგენა
Ⴎირველყოვლისა შევთანხმდეთ
ტერმინოლოგიაზე, რამეთუ ყველაფერი იწყება სიტყვისგან. Ⴑიტყვა კალიგრაფია არის ბერძნული
წარმოშობის და ქართულად ნიშნავს ლამაზად წერას (κάλλος — ლამაზი; γράφειν — წერა;
καλλιγραφία — ლამაზად წერა). Ⴕართულ სიტყვა ლამაზს მოეპოვება უამრავი სინონიმი.
Ⴙამოვთვლი მარტო იმ ვარიანტებს, რომელიც შეიძლება გამოვიყენოთ კალიგრაფიის ქართული
შესატყვისის შესაქმნელად: ლამაზი, კოხტა, ტურფა, ნატიფი, ნარნარი. Ⴘესაბამისად ჩვენი
ახალი ტერმინი შეიძლება იყოს ასეთი: ლამაზწერა, კოხტაწერა, ტურფწერა, ნატიფწერა,
ნარნარწერა. Ⴀმოირჩიეთ ნებისმიერი! Ⴋე კი მიზანშეწონილად მიმაჩნია ნატიფწერა.
Ⴕართული
ასოების სახეობები
Ⴕართული
ტერმინი „მთავრული“ არის ლათინური „კაპიტალურის“(capitalis) შესატყვისი (caput –
თავი; capitalis – მთავარი; littera capitalis – ასომთავრული). Ⴀმ ტერმინით აღინიშნება
არა მარტო გარკვეული ქართული ასოები, არამედ საერთოდ ნებისმიერი სტრიქონზედა დიდი
ასოები სხვა დამწერლობებში.
 |
„Ⴋთავრული“ — ქართული
„Ⴋაჲუსკული” — ლათინური
„Ⴄრკათაგირი” — სომხური
„Ⴎროპისნოჲ” — რუსული
|
“Ⴌუსხური”. Ⴀმ ტერმინით აღინიშნება არა მარტო ქართული
სასტრიქონო კუთხოვანი ასოები, არამედ საერთოდ ნებისმიერი სასტრიქონო პატარა ასოები
სხვა დამწერლობებში.
 |
„Ⴌუსხური” — ქართული
„Ⴋინუსკული” — ლათინური
„Ⴁოლორაგირი” —სომხური
„Ⴑტროჩნიჲ” — რუსული
|
“Ⴉურსივი” ნიშნავს სწრაფწერას, გაკრულ ხელს. Ⴒერმინები
“მხედრული”, “სწრაფწერა” და “გაკრული ხელი” არიან სინონიმები. Ⴀნუ ქართული ტერმინი
“მხედრული” არის ლათინური “კურსივის” შესატყვისი (cursus – სირბილი, დინება;
cursivus – რომელიც გარბის; littera cursiva – ასო, რომელიც გარბის (მხედრული ასო).
Ⴒერმინით “მხედრული” აღინიშნება არა მარტო ქართული სასტრიქონო მრგვლოვანი ასოები, არამედ
საერთოდ ნებისმიერი კურსივი, სწრაფწერა, გაკრული ხელით შესრულებული ასო სხვა დამწერლობებში.
 |
„Ⴋხედრული” — ქართული
„Ⴉურსივი” — ლათინური
„Ⴘხაგირი” —სომხური
„Ⴑკოროპისი” — რუსული
|
„Ⴉაპიტელი“, „კაპიტელური ასოები“ – მთავრული ასოს მოხაზულობის
და ნუსხური ასოს ზომის სასტრიქონო ასოები. Ⴀმ ტერმინის ქართული შესატყვისია „მცირე
მთავრული“ (caput – თავი; caputellum – პატარა თავი).
 |
„Ⴋცირე მთავრული” — ქართული
„Ⴉაპიტელი” — ლათინური
|
Ⴕართული ტერმინი „სასათაურო“ არის ლათინური „სატიტულოს“
შესატყვისი (titulus – სათაური). Ⴀმ ტერმინით აღინიშნება მთავრული მოხაზულობის ასო,
რომლის ზომა არის კეგელის ზომისა.
 |
„Ⴑასათაურო” — ქართული
„Ⴑატიტულო” — ლათინური
|
 |
Ⴑასათაურო,
მთავრული, მცირე მთავრული,
ნუსხური,
მხედრული ასოები |
Ⴀხლა შევთანხმდეთ იმაზე,
თუ რა არის კალიგრაფია. Ⴉალიგრაფია არის თავისუფალ სტილში დაწერილი ასოები. Ⴆოგადად ასოები არის ორი სახის:
- Ⴁეჭდური — ასომთავრულ/ნუსხურ/მხედრული;
- Ⴉალიგრაფიული — გამარტივებული
ასომთავრული/მხედრული.
Ⴁეჭდური ასოები ფორმით,
ასოს სხვადასხვა ელემენტების ზომით, (სიმაღლით, სიგანით და ა. შ.) არიან სტატიკურები. Ⴑხვადასხვა გარნიტურის
ასოები განსხვავდებიან მხოლოდ „ჩაცმულობით“ — შტრიხების სიგანით, ნაჭდევების
ფორმით ან მათი არსებობით ან არარსებობით და ა. შ. Ⴀსოს ჩონჩხი კი რჩება უცვლელი.
Ⴉალიგრაფიული ასოები კი არიან დინამიურები სხვადასხვა ელემენტების ზომით, ფორმით და ა. შ. Ⴄს ასოები არიან დაწერილნი თავისუფალ სტილში.
Ⴂანსხვავება ბეჭდურ და კალიგრაფიულ ასოებს შორის
Ⴁეჭდური ასოები
|
Ⴉალიგრაფიული ასოები
|
Ⴈხატება;
|
Ⴈწერება;
|
Ⴑტატიკური, მკაცრად შეზღუდული სტილი;
|
Ⴃინამიური, თავისუფალი სტილი;
|
Ⴀმ ასოებით იწერება დიდი მოცულობის ტექსტები (წიგნები და ა. შ.);
|
Ⴀმ ასოებით იწერება მცირე მოცულობის ტექსტები (სიგელები, დიპლომები,
მოწმობები, მისალოცი ბარათები, მიპატიჟების ბარათები და ა. შ.);
|
Ⴄს ასოები შეზღუდულია მკაცრად თავის ფორმებში, ამიტომ მათში არ ვლინდება გადამწერის არავითარი
სული. Ⴜიგნების გადამწერის სული ვლინდება წიგნის დაკაბადონებაში და საწყისი ასოების შექმნაში, ე. ი. იმაში,
რაშიც ის არის თავისუფალი.
|
Ⴀმ ასოებში ვლინდება დამწერის შინაგანი სამყარო, სული, ხასიათი, განწყობა.
|
Ⴑასტამბო ბეჭდური ასოები
Ⴑასათაურო
Ⴑატექსტო
 |
Ⴋთავრული |
Ⴑასტრიქონო
 |
Ⴋცირე მთავრული |
 |
Ⴌუსხური |
 |
Ⴋხედრული |
Ⴂაგრძელება
მომდევნო ჩანაწერში!
|