Ⴂადაიტვირტეთ აქედან და დააყენეთ Ⴇქვენს კომპიუტერზე კლავიატურის გაწყობა ასომთავრულ–მხედრული ასოების დასაბეჭდად: https://yadi.sk/d/Xi2kMHpLkKC9T. Ⴂადაიტვირთეთ აქედან შრიფტები და დააყენეთ Ⴇქვენს კომპიუტერზე: https://yadi.sk/d/JF-vzB4wkKCFj. Ⴒექსტში გამოჩნდება ასომთავრული და ნუსხური ასოები. Ⴈხმარეთ წერის დროს ასომთავრულები ორთოგრაფიული დანიშნულებით — ახალი წინადადების დასაწყისში, საკუთარ და პირად სახელებში, აბრევიატურებში.

ასომთავრულ-მხედრული ტექსტების ნიმუშები

0 коммент.

Ⴇამაზ Ⴋჭედლიძე. Ⴀღდგენილი ქართული ანბანი. —
Ⴔულდა, 2013 — 148 გვ. — 240 ილ., 43 ტაბ.
Ⴀსომთავრული და ნუსხურის აღდგენა. — Ⴂვ. 16-51.
Ⴂაგრძელება! Ⴃასაწყისი წინა ჩანაწერში!
Ⴋრგვლოვანის მთავრულებად (საკუთარი სახელების, წერტილის შემდეგ ახალი წინადადების დასაწყისი ასოები) გამოყენებით დაიწერა Ⴂეორგიევსკის Ⴒრაქტატი, Ⴀნტონ Ⴁაგრატიონის „Ⴜყობილსიტყვაობის“ სხვადასხვა ნუსხები, მე-19 ს. პირველ ნახევარში დაბეჭდილი წიგნები «Ⴂანწესება შინაგანისა Ⴑაქართველოჲსა მართვისა» (1810 წ.), Ⴇეიმურაზ Ⴁაგრატიონის «Ⴈსტორია დაწყებითგან Ⴈვერიისა, ე. ი. Ⴂიორგიისა, რომელ არს სრულიად Ⴑაქართველოჲსა» (1848 წ.). Ⴀმავე წესითა არის შესრულებული Ⴇეიმურაზ Ⴁაგრატიონის ხელნაწერი «Ⴂანმარტება პოემა Ⴅეფხისტყაოსნისა».
Ⴀნტონ Ⴁაგრატიონი. „Ⴜყობილსიტყვაობა“.
Ⴂადაწერილია 1768 წ. ႢიორგიႠლექსი-Ⴋესხიშვილის მიერ
Ⴄრეკლე მეფის წერილი Ⴐუსეთის იმპერატორ  Ⴄკატერინე II-სადმი (1784 წ.)
ეორგიევსკის ტრაქტატი. 1783 წ.
Ⴀნტონ Ⴁაგრატიონის „Ⴜყობილსიტყვაობის“ გადამწერის Ⴃავით Ⴐექტორ Ⴀლექსიძის ანდერძი (1800 წ.)
Ⴂანწესება შინაგანისა Ⴑაქართველოჲსა მართვისა. 1801 წ.
Ⴇეიმურაზ Ⴁაგრატიონი. Ⴈსტორია დაწყებითგან Ⴈვერიისა. 1848 წ.
Ⴇეიმურაზ Ⴁაგრატიონი. Ⴂანმარტება პოემა «Ⴅეფხისტყაოსნისა
რაგმენტი Ⴋარი Ⴁროსეს სტატიიდან ჟურნალში “Journal Asiatique” 1832 წ.
Ⴋარი Ⴁროსეს ხელწერა
Ⴋაშასადამე, საზედაო და სასტრიქონო ასოების ხმარებას Ⴑაქართველოში მე-19 ს. მეორე ნახევრამდენ ჰქონდა კარგა ხნის ისტორია. Ⴋე-19 ს. 60-ნ წლებში მთავრულების ხმარება ქართულ დამწერლობაში წავიდა მრუდე გზით. 1866 წ. დაარსდა გაზეთი „Ⴃროება“, რომელმაც განიზრახა გაზეთის ფურცლებზე გაეტარებინა მთავრული ასოების ხმარების ორთოგრაფიული წესი. Ⴋაგრამ იმის მაგივრად, რომ მთავრულებად გამოეყენებინათ ბუნებრივი მრგვლოვანი ასოები, აიღეს მხედრული ბეჭდური შრიფტი და მისგან გააკეთეს მთავრულები.
Ⴀნუ, ოთხხაზოვანი მხედრული ასოები გადააკეთეს ორხაზოვნად, რის შედეგადაც ყველა ასო გახდა ერთი სიმაღლის. Ⴘუა ტანის ასოები (ა, თ, ი, ო) გაიწელა და დაგრძელდა, მთლიანი ტანის ასოები (ქ, წ, ჭ) შეიკუმშა, ქვედა ტანის ასოები (გ, დ, ე, ვ, კ, ლ, ჟ, ტ, უ, ფ, ღ, ყ, ც, ჯ) ამოუდგნენ გვერდით ზედა ტანის ასოებს (ბ, მ, ნ, პ, რ, ს, შ, ჩ, ხ, ჰ). Ⴋხედრულმა ასოებმა მიი­ღეს არაბუნებრივი დამახინჯებული სახე.
Ⴋხედრული ასოები
„Ⴃროების“ მიერ შექმნილი ცრუმთავრული ასოები
«Ⴃროების» ამ აქტმა ვერ მიაღწია თავის მიზანს, რადგან ამ ახლად გაკეთებული ასოების ხმარება სა­თაურებში და ტიტულებში კი შეიძლებოდა, მაგრამ მათი ხმარება შიგ ტექსტში იყო შეუძლებელი, ვინაიდან ოთხხაზოვანი და ორხაზოვანი ზედა ტანის ასოების გარჩევა შეუძლებელია. Ⴕვემოთ მოყვანილ სურათზე ეს ჩანს ნათლად.

ვემოთ მოყვანილ მაგალითიდან კარგად ჩანს ზედა ტანის ასოების ფერმკრთალობა.

ს  ი  მ  ღ  ე  რ  ა
Ⴈა ვნახო ვენახი,
რამ შეჭამა ვენახი,
მიველ ვნახე ვენახი, Ⴇხამ შეჭამა ვენახი.
Ⴈა ვნახო თხა,
რამ შეჭამა თხა,
მიველ ვნახე თხა,
მგელმა ჭამა თხა.
Ⴈა ვნახო მგელი,
რამ შეჭამა მგელი,
მიველ ვნახე მგელი,
Ⴇოფმა ჭამა მგელი.
Ⴇოფმა მგელი,
მგელმა თხა,
Ⴇხამ ვენახი,
შეჭამა.
Ⴈა ვნახო თოფი,
რამ შეჭამა თოფი,
მიველ ვნახე თოფი,
Ⴏანგმა ჭამა თოფი.
Ⴏანგმა თოფი,
Ⴇოფმა მგელი,
მგელმა თხა,
Ⴇხამ ვენახი, შეჭამა.
Ⴈაკობ Ⴂოგებაშვილი. „Ⴕართული ანბანი და
პირველი საკითხავი წიგნი მოსწავლეთათვის“.
1865 წ.
Ⴄ. ი., ორთოგრაფიული მიზანი ვერ იქნა მიღწეული, და ამ ახლად გაკეთებულ ასოებს ან საერთოდ არ ხმარობდნენ, ან იშვიათად მხოლოდ სათაურებში. Ⴁოლოს და ბოლოს, ასეთი გაუაზრებელი ექსპერიმენტების შედაგად დაინერგა უმთავრულო ტექსტის ხმარების წესი, რომელიც მე–20 საუკუნის განმავლობაში იქცა ერთადერთ მისაღებ წესად ქართული წერისათვის. Ⴓნდა ითქვას, რომ „Ⴃროება“ ნერგავდა ამ წესს შესაშური სიჯიუტით, მიუხედავად იმ წინააღმდეგობისა, რომელსაც უწევდა მას მაშინდელი საზოგადოებრიობა (ძირითადად უფროსი თაობის, გარუსებას გადარჩენილი მოხუცი ხალხი, რომელთაც უკეთესად ესმოდათ ქართული დამწერლობის არსი და ამავე დროს შესტკიოდათ გული).
Ⴑამწუხაროდ, ამ ასოებმა სწრაფად მოიკიდეს ფეხი და იმდენად დამკვიდრნენ, რომ ამჟამად ფართოდ ხმარობენ მათ ქართულ ჟურნალ-გაზეთებში, წიგნებში და ხელნაწერ განცხადებებშიც კი.
Ⴋთავრული ასოების უხმარებლობა თანამედროვე ქართულ დამწერლობაში ჰქმნის უამრავ მოუხერხებლობას. Ⴙამოვთვლი რამოდენიმეს: 
  • Ⴛნელად საკითხავი, თვალების დამღლელი ერთგვაროვანი ტექსტი;
  • Ⴋკითხველისათვის ტექსტიდან საკუთარი სახელების სწრაფად გამოყოფის შეუძლებლობა. Ⴐაც შეეხება უცხოურ საკუთარ სახელებს ან გეოგრაფიულ სახელწოდებებს, სრულიად ძნელია სწრაფად გაგება, რაზეა ლაპარაკი ტექსტში;
  • Ⴀბრევიატურების ტექსტში ხმარების შეუძლებლობა. Ⴑხვა ენებში (გერმანულში, ინგ­ლისურში, რუსულში და ა. შ.) ხომ ფართოდ იხმარება ასეთი შემოკლებანი. Ⴀრსებობს კიდეც ვრცელი «Ⴘემოკლებათა ლექსიკონები». 

Ⴀმ სიის გაგრძელება კიდევ შეიძლება. Ⴕვემოთ იხილეთ  ასომთავრულის და მხედრულის ერთდროული ხმარების კიდევ ორი მაგალითი.
Ⴏურნალ «Ⴚისკრის» თავფურცელი. 1861 წ.
Ⴃიმიტრი Ⴗიფიანი. Ⴕართული ღრამატიკა. 1882 წ.
Ⴀსომთავრულის და ნუსხურის აღდგენის შედეგად ჩვენ მოგვეცემა საშუალება ყოველდღიურად ვიხმაროთ ეს ასოები მხედრულთან ერთად ისევე, როგორც ეს იყო ჩვენში წინა საუკუნეებში, და როგორც ეს არის დღეს ბერძნულ–ლათინურ სამყაროში. Ⴋაგალითისთვის მომყავს ანბანების შედარებითი ტაბულები.

Ⴋთავრული ასოები
Ⴋცირე მთავრული ასოები
Ⴌუსხური ასოები
Ⴋხედრული ასოები
Ⴀრსებობს მეორე პრობლემაც. Ⴀმჟამად მოგვეპოვება ათიოდე დასახელების ქართული სასტამბო შრიფტის გარნიტური. Ⴀმ ათიდან პრაქტიკულად იხმარება ორი-სამი, წიგნებში კი ერთი. Ⴑწორედ ეს არის მეორე მიზეზი იმისა, რომ თანამედროვე ქართული წიგნები პოლიგრაფიული თვალსაზრისით უფერულია, ძნელად საკითხავი და თვალისდამღლელი. Ⴘესადარებლად შეიძლება ითქვას, რომ სლავური წერის სამყაროს მოეპოვება სასტამბო შრიფტების ასობით ნაირსახეობა. Ⴊათინურ სამყაროს კი ოცი ათასი.
Ⴊათინური შრიფტი ემსახურება მსოფლიოს 75 ენას მრავალ ქვეყანაში. Ⴑლავური შრიფტი ემსახურება რამოდენიმე ენას შვიდ ქვეყანაში. Ⴁერძნული და სომხური შრიფტები ემსახურებიან თითო-თითო ენას, მაგრამ მათი ჟურნალ-გაზეთები გამოდის მსოფლოს მრავალ ქვეყანაში. Ⴕართული შრიფტი ემსახურება ერთ ენას და ქართული წიგნები გამოდის ერთ ქვეყანაში. Ⴄსე იგი, თუ სხვაენოვან შრიფტებს აქვთ განვითარების მდიდარი შესაძლებლობანი, ქართული შრიფტის განვითარება არის ერთი მუჭა ხალხის კისერზე. Ⴃა თუ ჩვენ თვითონ არ მივხედავთ ამ საქმეს, სხვას არავის არ ადარდებს ეს. Ⴑხვა ერებთან შედარებით ამ საკითხში ჩვენ ვიმყოფებით გაცილებით რთულ მდგომარეობაში და ამიტომ გვჭირდება უდიდესი მონდომება ამ საქმის გამოსასწორებლად.
Ⴋხატვარმა Ⴀნტონ Ⴃუმბაძემ Ⴀკაკი Ⴘანიძის ხელმძღვანელობით 1964 წელს შექმნა სასტამბო შრიფტი «Ⴓნივერსიტეტი» მთავრული, ნუსხური და მხედრული ასოებით. Ⴀმ შრიფტით დაიბეჭდა რამოდენიმე ნაშრომი. Ⴉიდევ არსებობს Ⴄვროპაში დამზადებული რამოდენიმე კომპჲუტერული შრიფტი, რომლითაც გამართულია ეს საიტი და აგრეთვე ჩემს მიერ დაწერილი რამოდენიმე წიგნი. Ⴀმ შრიფტებში არის ბევრი მხატვრული და ტექნიკური ნაკლი. Ⴑაჭიროა ახალი ქართული შრიფტების შექმნა უმაღლეს ევროპულ დონეზე.
Ⴘრიფტ «Ⴓნივერსიტეტით» შესრულებული ტექსტის ფრაგმენტი
Ⴎეტრიწონის ქართველთა მონასტრის ტიპიკონი. // Ⴀ. Ⴘანიძე. Ⴇხზულებანი 12 ტომად. — Ⴒ. 9. — Ⴇბილისი, 1986. — Ⴂვ. 55–123.
Ⴅეფხის ტყაოსნის საკითხები. // Ⴀ. Ⴘანიძე. Ⴇხზულებანი 12 ტომად. — Ⴒ. 5. — Ⴇბილისი, 1985. — Ⴂვ. 7–275.
Ⴕვემოთ მოყვანილია Ⴀკაკი Ⴘინიძის ნაშრომები, რომლებშიც ასახულია ასომთავრულის აღდგენის საკითხი.

Ⴀკაკი Ⴘინიძის სტატიები
ასომთავრულის აღდგენის საკითხზე
Ⴘანიძე Ⴀკაკი. Ⴃაფარული საუნჯე (Ⴕართული მთავრული შრიფტის საკითხის გამო). // Ⴑაბჭოთა ხელოვნება. — 1962. —№ 9. — Ⴂვ. 13—16.
Ⴘანიძე, Ⴀკაკი. Ⴃაფარული საუნჯე (მთავრული ასოების ხმარების აღდგენის გამო) // Ⴑალიტერატურო ქართულის საჭირბოროტო საკითხები. — Ⴇბილისი: Ⴂანათლება, 1979. — Ⴂვ. 145-186.
Ⴘანიძე, Ⴀკაკი. Ⴋთავრული ასოების ხმარების გამო ქართულში // Ⴑალიტერატურო ქართულის საჭირბოროტო საკითხები. — Ⴇბილისი: Ⴂანათლება, 1979. — Ⴂვ. 187-192.
Ⴘანიძე, Ⴀ. Ⴑალიტერატურო ქართულის საჭირბოროტო საკითხები (წერილების კრებული). — Ⴇბილისი, 1979.
Ⴘანიძე, Ⴀკაკი. Ⴂადაუდებელი საქმე (ათობით სისტემაზე გადასვლის შესახებ) // Ⴑალიტერატურო ქართულის საჭირბოროტო საკითხები. — Ⴇბილისი: Ⴂანათლება, 1979. — Ⴂვ. 125-144.
Ⴘანიძე, Ⴀკაკი. Ⴕართული ორთოგრაფიის ისტორიიდან // Ⴑალიტერატურო ქართულის საჭირბოროტო საკითხები. — Ⴇბილისი: Ⴂანათლება, 1979. — Ⴂვ. 193-213.
Ⴘანიძე, Ⴀკაკი. Ⴋოპაექრეთა საპასუხოდ // Ⴊიტერატურული Ⴑაქართველო. — 1967. — 8 სექტემბერი. // Ⴑალიტერატურო ქართულის საჭირბოროტო საკითხები. — Ⴇბილისი: Ⴂანათლება, 1979. — Ⴂვ. 214-229.
Ⴘანიძე, Ⴀკაკი. Ⴈსევ მთავრული ასოების ხმარების გამო (Ⴅახტანგ VI-ის იუბილესთან დაკავშირებით). // Ⴑალიტერატურო ქართულის საჭირბოროტო საკითხები. — Ⴇბილისი: Ⴂანათლება, 1979. — Ⴂვ. 230-236.
Ⴘანიძე, Ⴀკაკი. Ⴕართული შრიფტის ახალი გარნიტური „Ⴓნივერსიტეტი“. — Ⴇბილისი: ႧႱႳ, 1965. — № 5. — 16 გვ. არის!

Ⴂაგრძელება მომდევნო ჩანაწერში!