Ⴂადაიტვირტეთ აქედან და დააყენეთ Ⴇქვენს კომპიუტერზე კლავიატურის გაწყობა ასომთავრულ–მხედრული ასოების დასაბეჭდად: https://yadi.sk/d/Xi2kMHpLkKC9T. Ⴂადაიტვირთეთ აქედან შრიფტები და დააყენეთ Ⴇქვენს კომპიუტერზე: https://yadi.sk/d/JF-vzB4wkKCFj. Ⴒექსტში გამოჩნდება ასომთავრული და ნუსხური ასოები. Ⴈხმარეთ წერის დროს ასომთავრულები ორთოგრაფიული დანიშნულებით — ახალი წინადადების დასაწყისში, საკუთარ და პირად სახელებში, აბრევიატურებში.

Ⴀნბანი

0 коммент.


Ⴀნბანი

0 коммент.


Ⴀნბანი

0 коммент.


Ⴀნბანი

0 коммент.


Ⴀნბანი

0 коммент.


Ⴀნბანი

0 коммент.

Ⴀნბანი

0 коммент.

Ⴀნბანი

0 коммент.

Ⴀნბანი

0 коммент.

Ⴀნბანი

0 коммент.

Ⴀნბანი

0 коммент.

Ⴇამაზ Ⴋჭედლიძე. Ⴑრული შრიფტები. — 2015

0 коммент.

Ⴇამაზ Ⴋჭედლიძე. Ⴑრული შრიფტები. — 2015. — 292 გვ. — 423 ილ., ტაბ.
Ⴜიგნში ნაჩვენებია სრული ქართული შრიფტები, რომლებშიც არის სამივე სახის ასოები: ასომთავრულები, ნუსხურები და მხედრულები. Ⴀგრეთვე ნაჩვენებია ამავე შრიფტებისგან შემდგარი მრავალრიცხოვანი ტაბულები. Ⴒექსტი გამართულია მთავრული ასოებით, რომლებითაც იწყება წერტილის შემდეგ ახალი წინადადება და აგრეთვე პირადი და საკუთარი სახელები. Ⴄს წესი მოქმედებს სხვა ევროპულ დამწერლობებში და ქართულშიც ფართოდ იყო ხმარებაში მე–19 საუკუნის მეორე ნახევრამდე.
Ⴜიგნის ნახვა და გადატვირთვა აქედან:

Ⴑაქართველოს გერბი

0 коммент.

Ⴈხილეთ აქ:
Ⴑაქართველოს ამჟამინდელი გერბი წარმოადგენს Ⴁარატიონების საგ­ვა­რეულო გერბის ოდნავ გადაკეთებულ ვარიანტს. Ⴁაგ­რატი­ონე­ბის გერ­ბის სუ­რა­თი ამ სახით შექმნილია მე-16-18 საუკუნეებში შუ­ა­სა­უკუნოვან და­სავ­ლეთ­ევროპულ რაინდულ ჰერალდიკის წამბაძველობით. Ⴋე მგონია, ჩვენ არაფერი გვე­საქ­მება შუასაუკუნოვან დასავლეთევროპულ რა­ინდულ ჰერალ­დიკასთან. Ⴙვენ ხომ ბიზანტიელები ვართ და ბი­ზან­ტი­ე­ლებ­ზე უფრო ად­რინდელებიც და ძველებიც. Ⴔაქტიურად, შუასაუკუნოვანი რა­ინდული ჰერალდიკის გარ­და ამჟამად არსებობს სხვა მრავალი სახის ჰე­რალ­დი­კა, და ის დასავ­ლეთ­ევ­როპული ჰერალდიკის მკაცრი კანონები უკვე აღარ მოქმედებენ თვით Ⴄვ­როპაშიც კი.
Ⴇურქეთს, მაგალითად, არ გააჩნდა არასოდეს არავითარი ჰერალდი­კა, მაგ­რამ მას აქვს კარგი და ლაკონიური დროშა და გერბი. Ⴀნდა, Ⴀმე­რიკას გერ­ბი საერთოდ არა აქვს. Ⴋის როლს ასრულებს ე. წ. Ⴃიდი Ⴑა­ხელმწიფო Ⴁე­ჭედი, რომელიც შექმნილია თავისი შიდაამერიკული ის­ტორიული ტრა­დი­ციების გათვალისწინებით და არა შუასაუკუნოვან და­სავლეთევროპული რა­ინდული ჰერალდიკის კანონებით.

Ⴕვემოთ ნაჩვენებია თანამედროვე Ⴑაქართველოს გერბის შექმნის თან­მიმ­დევ­რული ეტაპები. Ⴐოგორც ჩანს, დაიწყეს ძიება Ⴁაგრატიონების საგ­ვა­რე­­ლო გერბის ტრადიციულ სურათიდან და დაამთავრეს ფარის ხუთ სუ­რა­თი­დან ერთის გამოსახვით.

Ⴂერბის სურათის ბოლო ვარიანტი კარგია და ლამაზი. Ⴋაგრამ იგი არ შე­ესა­ბამება სინამდვილეს. Ⴎირველი ის, რომ გვირგვინი მიაუთითებს მო­ნარ­ქი­ულ წყობაზე. Ⴇანამედროვე Ⴑაქართველო არ არის მონარქია და, ალბათ, აღა­რასოდეს არ იქნება მომავალში. Ⴔარი შესრულებულია შუასაუკუნოვან და­სავლეთევროპულ რაინდულ ტრადიციებში. Ⴙვენი ტრადიციების თა­ნახ­მად კი ფარი უნდა იყოს მრგვალი. Ⴊომს ჩვენს ის­ტორიასთან არანაირი კავ­შირი არა აქვს. Ⴕართულ გერბში ყოველგვა­რი წარწერა ზედმეტია. Ⴂერ­ბი უნდა იყოს ლაკონიური და ყველაფრის­მთქმელი უსიტყვოდ. Ⴜმინდა Ⴂი­­რგის გამოსახულება კარგია, მაგრამ უნდა ვაღიაროთ, რომ იგი არ არის ჩვე­ნი ერთპიროვნული კუთვნილე­ბა. Ⴋართალია, ჩვენს ქვეყანას უცხო­­ლე­ბი უძახიან Georgia-ს, მაგრამ ეს სახელწოდება გამომდინარეობს ძველ-ბერ­ძნულიდან Γεώργιος, რაც ნიშნავს — «მიწათმოქმედი». Ⴀნუ ბერძნები Ⴑა­-ქართველოს უწოდებდ­ნენ «მიწათმოქმედთა ქვეყანას». Ⴃა ეს იყო ქრის­ტი­ანობის წარმოშო­ბამდე გაცილებით ადრე.
Ⴍრიგინალური გერბის სურათის შესაქმნელად სასურველია გამოვი­ყე­ნოთ ჩვენი ერთპიროვნული სიმბოლოები. Ⴂარდა ამისა, გერბი უნდა იყოს მარ­ტივი და ლაკონიური. Ⴕვემოთ მოყვანილია ასეთი გერბების მა­გა­ლი­თე­ბი.

Ⴋიმაჩნია, რომ Ⴑაქართველოს ახალი გერბის მთავარ ელემენტად უნ­და იყოს გარკვეულ წესით დალაგებული ქართული ანბანი (ასომ­თავრული). Ⴔა­რი, რომელზედაც გამოსახულია ანბანი, უნდა იყოს სუფ­თა ქართული, ანუ მრგვალი.
Ⴐატომ მაინც და მაინც ანბანი? Ⴈმიტომ, რომ ჩვენი ანბანი არის სუფ­თა ქარ­თული ცნება, და ამავე დროს, უძველესი. Ⴎორტუგალიის გერ­ბზე გა­მო­სახულია ძველი სანავიგაციო ხელსაწყო. Ⴎორტუგალიელები სა­მარ­­ლი­­ნად ამაყობენ მე-16 საუკუნის Ⴃიდი Ⴂეოგრაფიული Ⴀღმო­ჩენებებით, რომ­ლებ­შიც მათ მიუძღვით დიდი წვლილი. Ⴙვენი ერთპი­როვნული კუთვნილება (სარ­წმუნოებრივი სიმბოლიკისაგან განსხვა­ვებით) და დიდი სიამაყეა ქარ­თული Ⴀსომთავრული. Ⴋას თავისი სიდი­ადით ვერაფერი ვერ შეედრება. Ⴀბა სად სანავიგაციო ხელსაწყო (თუნ­დაც ძალიან ჭკვიანური) და სად ან­ბა­ნი.
Ⴀქედან გამომდინარე, შევეცადე გამეკეთებინა ქართული მრგვალი (ხევსურული) ფარი და შუაგულში მოთავსებული ანბანური მწკრივი.

Ⴟერ-ჯერობით გერბის შეცვლისთვის არავის არ სცალიან — არის მრავა­ლი სხვა პრობლემა. Ⴋაგრამ, ალბათ დადგება დრო, როდესაც ეს საკითხი დად­გება დღის წესრიგში. Ⴑწორედ იმ დროისთვის არის განკუთვნილი ეს მა­სალა.

Ⴃედა Ⴄნის Ⴃღე

0 коммент.

Ⴃედა Ⴄნის Ⴃღე - Ⴕართული Ⴄნის და Ⴃამწერლობის Ⴃღესასწაული.

Ⴂილოცავთ Ⴜმინდა Ⴀღდგომის დღესასწაულს

0 коммент.


1989 წლის 9 აპრილი

0 коммент.


Ⴁაგრატიონების გერბი (18 ს.)

0 коммент.

Ⴄრეკლე მეფის დროინდელი Ⴁაგრატიონების გერბი (18 ს.)
Ⴀსომთავრულ-ნუსხური წარწერა:
 „Ⴄⴔⴓⴚⴀ Ⴓⴔⴀⴊⴈ Ⴃⴀⴅⴈⴇⴑ ⴝⴄⴘⴋⴀⴐⴈⴒⴄⴁⴈⴇⴀ ⴃⴀ ⴀⴐⴀ ⴘⴄⴓⴐⴀⴚⴞⴇⴗⴍⴑ ⴈⴂⴈ ⴌⴀⴗⴍⴔⴈⴑⴀⴂⴀⴌ ⴋⴓⴚⴊⴈⴑⴀ ⴘⴄⴌⴈⴑⴀ ⴃⴀⴅⴑⴓⴀ ⴑⴀⴗⴃⴀⴐⴇⴀ ⴘⴄⴌⴇⴀ.“
( „Ⴄფუცა Ⴓფალი Ⴃავითს ჭეშმარიტებითა და არა შეურაცხთყოს იგი ნაყოფისაგან მუცლისა შენისა დავსუა საყდართა შენთა.“)

Ⴈმერეთის მეფის Ⴑოლომონის საბეჭდავი ბეჭედი

0 коммент.

Ⴈმერეთის მეფის Ⴑოლომონის საბეჭდავი ბეჭედი.
Ⴑწერია:
„ႫႤႴႤ  ႨႫႤႰႧႠ  ႱႭႪႭႫႭႬ“
(„Ⴋეფე Ⴈმერთა Ⴑოლომონ“)