Ⴂადაიტვირტეთ აქედან და დააყენეთ Ⴇქვენს კომპიუტერზე კლავიატურის გაწყობა ასომთავრულ–მხედრული ასოების დასაბეჭდად: https://yadi.sk/d/Xi2kMHpLkKC9T. Ⴂადაიტვირთეთ აქედან შრიფტები და დააყენეთ Ⴇქვენს კომპიუტერზე: https://yadi.sk/d/JF-vzB4wkKCFj. Ⴒექსტში გამოჩნდება ასომთავრული და ნუსხური ასოები. Ⴈხმარეთ წერის დროს ასომთავრულები ორთოგრაფიული დანიშნულებით — ახალი წინადადების დასაწყისში, საკუთარ და პირად სახელებში, აბრევიატურებში.

კალიგრაფიული ხელოვნების აღდგენა

0 коммент.

Ⴇამაზ Ⴋჭედლიძე. Ⴀღდგენილი ქართული ანბანი. —
Ⴔულდა, 2013 — 148 გვ. — 240 ილ., 43 ტაბ.
Ⴕართული კალიგრაფიის ხელოვნების აღდგენა. — Ⴂვ. 94-104.

Ⴂაგრძელება! Ⴃასაწყისი წინა ოთხ ჩანაწერში!

Ⴃასკვნები
Ⴉალიგრაფიის აღდგენის დღევანდელი ცდები გავს სიარულს სრულ სიბნელეში. Ⴙვენ არ ვიცით ასომთავრული და ნუსხური ასოები და ვერც კი ვცნობთ მათ. Ⴂარდა ამისა, ჩვენ არა გვაქვს ქართული კალიგრაფიული ხელოვნების ნიმუშების ნახვის შესაძლებლობა. Ⴈნრერნეტში კი შეიძლება შუასაუკუნოვანი ხელნაწერი წიგნების თითო-ოროლა გვერდის მოძებნა, ისიც ძალიან უხარისხოდ გადაღებული სურათის სახით. Ⴋაგრამ ეს საქმეს არ შველის. Ⴀმ პირობებში ძალიან ძნელია ლაპარაკი კალიგრაფიის ხელოვნების აღდგენაზე.
Ⴜიგნების (Ⴑახარების, Ⴔსალმუნების, პოემების) და საერთოდ დიდი მოცულობის ტექსტების ხელით გადაწერას არა აქვს არავითარი აზრი. Ⴀსეთი ტექსტები უნდა აიკრიფოს კომპჲუტერული საშრიფტო გარნიტურების მეშვეობით.
Ⴉალიგრაფიული ასოებით დაწერილი ტექსტი იკითხება ძნელად. Ⴀსეთ ტექსტს აქვს არა შინაარსობრივი, არამედ ესთეტიკურ-მხატვრული მნიშვნელობა.
Ⴀრ არის გამორიცხული, რომ კალიგრაფიული ხელოვნების აღსადგენად ჩვენ უნდა გავიაროთ ძველი წიგნების გადაწერის საფეხური თუნდაც იმიტომ, რომ შევეჩვიოთ ასომთავრულ-ნუსხური ასოების წერას და თვით მათ გარჩევასაც. Ⴋაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ეს არის კალიგრაფიის აღდგენის პროცესის ერთ-ერთი საფეხური, და არა ბოლო მიზანი.
Ⴃა კიდევ! Ⴕართული კალიგრაფიის აღდგენის პროცესის საწყისი და უმთავრესი საფეხურია ქართული ხელნაწერი წიგნების მაღალხარისხიანი ელექტრონული ვერსიების დამზადება. Ⴃა შემდეგ ამ უდიდესი სიმდიდრის მოთავსება ინტერნეტში, რომ ნებისმიერ მსურველს შეეძლოს მათი ნახვა და შესწავლა.
Ⴈს, რომ Ⴞელნაწერთა Ⴄროვნულ Ⴚენტრში ჩამარხულია ეს სიმდიდრე და თითქმის არავის არა აქვს შესაძლებლობა ცალი თვალით მაინც შეხედოს მათ, არ უწყობს ხელს არც ჩვენი ანბანის (ასომთავრულ-ნუსხურის) სრული სახით შესწავლას, არც კალიგრაფიის აღდგენას, არც ჩვენს წარსულთან გაწყვეტილი კავშირის აღდგენას და არც მრავალ სხვა რამეს. Ⴀსეთი სიმდიდრე გინდა გქონია, გინდა არა.
Ⴈგივე ეხება ქართულ პირველნაბეჭდ წიგნებსაც. Ⴓფრო სწორად, 1629-1818 წლებში გამოცემულ წიგნებს. Ⴀმ წიგნების რაოდენობა არც თუ ისე დიდია.

Ⴕართული პირველნაბეჭდი წიგნების რაოდენობა
Ⴂამოცემის წელი
Ⴜიგნების რაოდენობა
1629-1705 წწ.
5
1709-1722 წწ.
20
1737-1744 წწ.
13
1749-1800 წწ.
48
1801-1818 წწ.
11
Ⴋთლიანად 1629-1818 წწ.
Ⴑულ           97

Ⴀრა მგონია, რომ 97 წიგნის ელექტრონულ ვერსიაში გადაყვანა წარმოადგენდეს დიდ სიძნელეს. Ⴑაწყის ეტაპზე რომ დამზადდეს ეს წიგნები, იქნება ძალიან კარგი და სასარგებლო ყველასათვის. 
Ⴃა საჭიროა ასევე ჩვეულებრივი ხელნაწერების (წერილები, სიგელები, ბრძანებულებები და ა. შ.) ელექტრონული ვერსიების დამზადება, რადგან მათში, ალბათ, მოიპოვება კალიგრაფიის (ქსოვილწერის, ხვეულწერის) მრავალი ნიმუში.
Ⴄრთი სიტყვით, ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რა არის შექმნილი ჩვენი წინაპრების მიერ, რომ შევითვისოთ ეს ყველაფერი და განვავითაროთ. Ⴀმჟამად კი ჩვენ და ჩვენი წერილობითი საგანძური ვართ მოწყვეტილები ერთმანეთისაგან!

Ⴃასასრული!