Ⴂადაიტვირტეთ აქედან და დააყენეთ Ⴇქვენს კომპიუტერზე კლავიატურის გაწყობა ასომთავრულ–მხედრული ასოების დასაბეჭდად: https://yadi.sk/d/Xi2kMHpLkKC9T. Ⴂადაიტვირთეთ აქედან შრიფტები და დააყენეთ Ⴇქვენს კომპიუტერზე: https://yadi.sk/d/JF-vzB4wkKCFj. Ⴒექსტში გამოჩნდება ასომთავრული და ნუსხური ასოები. Ⴈხმარეთ წერის დროს ასომთავრულები ორთოგრაფიული დანიშნულებით — ახალი წინადადების დასაწყისში, საკუთარ და პირად სახელებში, აბრევიატურებში.

სასტრიქონო ციფრები

0 коммент.

Ⴇამაზ Ⴋჭედლიძე. Ⴀღდგენილი ქართული ანბანი. —
Ⴔულდა, 2013 — 148 გვ. — 240 ილ., 43 ტაბ.
Ⴑასტრიქონო ციფრების ნიშნები. — Ⴂვ. 54-55.

Ⴑასტრიქონო ციფრები
Ⴄგრეთ წოდებული არაბული ციფრები არაბებმა შეითვისეს ინდოელებისგან მე-8 საუკუნეში. Ⴄვროპაში ეს ციფრები პირველად არის ნახმარი 1143 წლის ხელნაწერში. Ⴑაყოველთაო ხმარება კი ინდო-არაბული ციფრების ევროპელებმა დაიწყეს მე-15 საუკუნეში.
Ⴐაც შეეხება Ⴑაქართველოს, ინდო-არაბული ციფრები პირველად გვხვდება მე-10 საუკუნეში Ⴋცხეთის „Ⴃავითნში“.

Ⴋცხეთის „Ⴃავითნი“ (მე-10 ს.).
Ⴈკითხება მარჯვნიდან მარცხნივ (წინ უზის ჯვარი)
Ⴕუთაისის Ⴁაგრატის ტაძრის კედლის თარიღიან წარწერაში, რომელიც შესრულებულია 223 წელს Ⴕორონიკონით, ანუ 1003 წ. Ⴕრისტეშობიდან, აგრეთვე ნახმარია ინდო-არაბული ციფრები.

Ⴁაგრატის ტაძრის კედლის წარწერა:
 ႭႣႤႱ  Ⴂ(Ⴀ)ႬႫႲႩႨႺႬႠ  ႨႠႲ(Ⴀ)ႩႨ,  ႵႰ(ႭႬႨ)Ⴉ(Ⴍ)ႬႨ  ႨႷႭ 223“;
  Ⴍდეს გ(ა)ნმტკიცნა იატ(ა)კი, ქრ(ონი)კ(ო)ნი იყო 223
Ⴀსეთივე ციფრები ნახმარია Ⴀტენის მახლობლად მდებარე Ⴅერეს ეკლესიის კედლის წარწერაში. Ⴀსე რომ, Ⴑაქართველოში ინდო-არაბული ციფრები გვხვდება ორი საუკუნით ადრე, ვიდრე დასავლეთ Ⴄვროპაში. Ⴑამწუხაროდ, რიცხვების გამოხატვის ეს სისტემა ვერ დამკვიდრდა Ⴑაქართველოში, და ისევ დაუბრუნდნენ ასო-ნიშნების ხმარებას. Ⴋე-18 საუკუნის დასაწყისში კი ეს ციფრები ისევ დაგვიბრუნდნენ დასავლეთ Ⴄვროპიდან.
Ⴃასავლეთ Ⴄვროპაში მე-15 საუკუნიდან მე-19 საუკუნის დასაწყისამდის ნაბეჭდ ტექსტში ხმარობდნენ ე. წ. მინუსკულურ (სასტრიქონო) ციფრებს. 
Ⴑასტრიქონო ციფრები
Ⴋე-19 ს. კი გადავიდნენ მაჲუსკულური (მთავრული) ციფრების ხმარებაზე.
Ⴋთავრული ციფრები
Ⴋე-20 საუკუნეში კვლავ აღადგინეს სასტრიქონო ციფრები და ახლა ხმარობენ მათ მხატვრულ ტექსტში, რომელშიც ციფრები გვხვდება იშვიათად.
Ⴋიმაჩნია, რომ მომავალ სრულყოფილ ქართულ საშრიფტო გარნიტურში მთავრული, მცირე მთავრული, ნუსხური, მხედრული ასოების, და მთავრული ციფრების გარდა უნდა იყოს სასტრიქონო ციფრების ნიშნები.
Ⴕვემოთ მომყავს ორივე სახის ციფრების გამოყენების მაგალითები სხვადასხვა სახის ასოებიან წინადადებებში.