Ⴂადაიტვირტეთ აქედან და დააყენეთ Ⴇქვენს კომპიუტერზე კლავიატურის გაწყობა ასომთავრულ–მხედრული ასოების დასაბეჭდად: https://yadi.sk/d/Xi2kMHpLkKC9T. Ⴂადაიტვირთეთ აქედან შრიფტები და დააყენეთ Ⴇქვენს კომპიუტერზე: https://yadi.sk/d/JF-vzB4wkKCFj. Ⴒექსტში გამოჩნდება ასომთავრული და ნუსხური ასოები. Ⴈხმარეთ წერის დროს ასომთავრულები ორთოგრაფიული დანიშნულებით — ახალი წინადადების დასაწყისში, საკუთარ და პირად სახელებში, აბრევიატურებში.

სამხედრო სიმბოლიკა 2

0 коммент.

Ⴑამხედრო სიმბოლიკა // Ⴇამაზ Ⴋჭედლიძე. Ⴑაქართველოს სიმბოლიკა. — 2009. — Ⴂვ. 137.

Ⴀხლანდელ საზღვაო დროშაზე კი თეთრი ჯვარი და მისი ფონი არიან მოწყვეტილები ერთმანეთს. Ⴑაფიქრებელია, რატომ გამოიყენეს დროშის სურათის ავტორებმა Ⴜმ. Ⴀნდრია Ⴎირველწოდებულის დროშის ინვერსიული ფორმა? Ⴀლბათ იმიტომ, რომ სწორი ფორმა არის Ⴐუსეთის ფლოტის დროშა. Ⴅეთანხმები მათ: უწმინდურ Ⴐუსეთს უნდა ჩამოვშორდეთ სამუდამოდ. Ⴋაგრამ Ⴘოტლანდიასთანაც საერთო ჩვენ არა გვაქვს არაფერი. Ⴂარდა ამისა, წმინდა Ⴀნდრია Ⴎირველწო­დებული ქადაგედბა Ⴑაქართველოში და მაშინ არამც თუ Ⴐუსეთი, მისი წინამორბედი სახელმწიფოებიც ჩანასახშიაც კი არ არსებობდნენ. Ⴃა ვის უფრო მეტი უფლება აქვს ამ დროშის ხმარებისა?
Ⴇუ დროშის შესწორებულ ვარიანტში გამოვიყენებთ Ⴜმ. Ⴀნდრია Ⴎირველწოდებულის ნამდვილ დროშას, მივიღებთ შემდეგ ვარიანტებს:
Ⴃასკვნა! Ⴑაქართველოს Ⴑაზღვაო Ⴛალების დროშას უნდა ჰქონდეს ქვემოთ მოყვანილი სურათების ერთ-ერთი სახე.
Ⴓფრო სწორი იქნება არა Ⴜმინდა Ⴂიორგის, ანუ Ⴈნგლისის დროშის გამოყენება, არამედ Ⴑაქართველოს დროშის. Ⴀმ შემთხვევაში Ⴑაზღვაო Ⴛალების დროშას ექნება შემდეგი სახე:

Ⴀქ გამოსარკვევია ორი საკითხი. Ⴐომელი დროშა უნდა გამოვიყენოთ — Ⴜმინდა Ⴀნდრია Ⴎირველწოდებულის თუ Ⴘოტლანდიის? Ⴎასუხი, მე მგონი, ნათელია თავის თავად — Ⴜმინდა Ⴀნდრია Ⴎირველწოდებულის!
Ⴜინა პლანზე რომელი დროშა უნდა მოთავსდეს — Ⴑაქართველოსი თუ Ⴜმინდა Ⴀნდრია Ⴎირველწოდებულის? Ⴎასუხი აქაც ნათელია  — Ⴑაქართველოსი!
Ⴋაშ ასე! Ⴁოლო სწორი ვარიანტი არის შემდეგი:

Ⴇუ გავაგრძელებთ ასეთივე ლოგიკით მსჯელობას, Ⴑაქართველოს სამხედრო დროშებს უნდა ჰქონდეს ასეთი სახე.


სამხედრო სიმბოლიკა 1

0 коммент.


Ⴑამხედრო სიმბოლიკა // Ⴇამაზ Ⴋჭედლიძე. Ⴑაქართველოს სიმბოლიკა. — 2009. — Ⴂვ. 137.



ოტაოდენი შენიშვნები სამხედრო დროშებზე. Ⴉარგი იქნებოდა, Ⴑაქართველოს რომ ჰქონოდა ერთი დროშა, რომელიც იქნებოდა სახელმწიფოსიც, სამხედროსიც, საზღვაოსიც, საავიაციოსიც და ა. შ. Ⴀმის კარგი მაგალითია Ⴇურქეთის, Ⴘვეჲცარიის, Ⴀმერიკის დროშები. Ⴇუკი გვინდა დროშების სიმრავლე, მაშინ ისინი უნდა გაკეთდეს ერთი პრინციპით. Ⴑაქართველოს სახელმწიფო დროშის სურათი უნდა იყოს შენარჩუნებული, რომ ადვილად იკითხებოდეს სახელმწიფოს კუთვნილება. Ⴕვემოთ მოყვანილ სურათებიდან ეს არა ჩანს.
Ⴑაზღვაო დროშის სურათი კი არ არის სწორი. Ⴓფრო სწორად, უაზრობაა. Ⴀმ დროშის სურათი შესდგება ორი ნაწილისგან: Ⴜმ. Ⴂიორგის და Ⴜმ. Ⴀნდრია Ⴎირველწოდებულის დროშებისგან.
Ⴜმ. Ⴂიორგის დროშა რომ დავადოთ Ⴜმ. Ⴀნდრია Ⴎირველწოდებულის დროშას, წითელი ჯვარი გამოვა წინა პლანზე. Ⴋივიღებთ შემდეგს:
Ⴇუ პირიქით, Ⴜმ. Ⴀნდრია Ⴎირველწოდებულის დროშას დავადებთ Ⴜმ. Ⴂიორგის დროშას, თეთრი ჯვარი იქნება წინ, მაგრამ წითელი ჯვარი აღარ გამოჩნდება, რადგან ლურჯი ფონი დაფარავს მას.



წმინდა თამარ მეფის ორდენის ბაფთები

0 коммент.

Ⴜმინდა Ⴇამარ Ⴋეფის ორდენის
ბაფთები
(ნაჩვენებია ისრებით)


წმინდა თამარ მეფის ორდენები და ბაფთები

0 коммент.

Ⴜმინდა Ⴇამარ Ⴋეფის ორდენები
და ბაფთები


წმინდა თამარ მეფის მე-3 ხარისხის ორდენი

0 коммент.

 Ⴜმინდა Ⴇამარ Ⴋეფის
მე-3 ხარისხის ორდენი



წმინდა თამარ მეფის მე-2 ხარისხის ორდენი

0 коммент.

Ⴜმინდა Ⴇამარ Ⴋეფის
მე-2 ხარისხის ორდენი


წმინდა თამარ მეფის 1-ლი ხარისხის ორდენი

0 коммент.

Ⴜმინდა Ⴇამარ Ⴋეფის ორდენი და­ფუძნებულია 1915 წ. Ⴑა­ქარ­თ­ვე­ლოს ემიგ­რან­ტულ მთავრობის მი­ერ Ⴁერლინში. Ⴃაჯილდოვება ხდე­ბოდა 1916–1918 წწ. Ⴟილ­დოვ­დებოდნენ Ⴂერმანიის არ­მი­ის Ⴕართული ეგიონის მე­ომ­რე­ბი. Ⴍრ­დენს ჰქონ­და სამი ხა­რის­ხი: 1-ლი ხარისხის  თეთრი ან ლურჯი ფერის მი­ნან­ქ­რით, მე-2 შა­ვი ფერის მინანქარით ორდენის შუაგულში, მე-3 კი იყო  უმი­ნანქრო. 

Ⴜმინდა Ⴇამარ Ⴋეფის
1-ლი ხარისხის ორდენი


საქართველოს ეკლესიის წმინდა მოციქულსწორი ნინოს ორდენი

0 коммент.

Ⴑაქართველოს Ⴄკლესიის
Ⴜმინდა Ⴋოციქულსწორი Ⴌინოს
ორდენი


მედალი საბრძოლო დამსახურებისათვის

0 коммент.

Ⴋედალი საბრძოლო
დამსახურებისათვის


ღირსების მედალი

0 коммент.

Ⴖირსების მედალი