Ⴂადაიტვირტეთ აქედან და დააყენეთ Ⴇქვენს კომპიუტერზე კლავიატურის გაწყობა ასომთავრულ–მხედრული ასოების დასაბეჭდად: https://yadi.sk/d/Xi2kMHpLkKC9T. Ⴂადაიტვირთეთ აქედან შრიფტები და დააყენეთ Ⴇქვენს კომპიუტერზე: https://yadi.sk/d/JF-vzB4wkKCFj. Ⴒექსტში გამოჩნდება ასომთავრული და ნუსხური ასოები. Ⴈხმარეთ წერის დროს ასომთავრულები ორთოგრაფიული დანიშნულებით — ახალი წინადადების დასაწყისში, საკუთარ და პირად სახელებში, აბრევიატურებში.

ქართული ეროვნული კალენდარი და წელთაღრიცხვა

0 коммент.


Ⴇამაზ Ⴋჭედლიძე. Ⴕართული სიმბოლოები. —
Ⴔულდა, 2013 — 310 გვ. — 833 ილ., ტაბ.
Ⴕართული ეროვნული კალენდარი და წელთაღრიცხვა. — Ⴂვ. 55-68.

Ⴕართველები უძველეს დროში სარგებლობდნენ მთვარის კალენდრით, რომელიც შემდეგში შეიცვალა მზის კალენდრით. Ⴛვ. წ. 412 წ. შეიქმნა ქართული ანბანური დამწერლობა და ქართული წარმართული კალენდარი, რომლის თანახმადაც წელიწადში იყო 30–30 დღიანი 12 თვე. Ⴇვეებს ჰქონდათ თავიანთი ძველი ქართული სახელწოდებები. Ⴋე-12 თვის ბოლოს მოდიოდა 5 (ნაკიან წელიწადში კი 6) დამატებითი დღე.


 Ⴛვ.წ. მე-4 საუკუნეში Ⴑაქართველო გაერთიანდა ერთ სახელმწიფოდ. Ⴛვ. წ. 303 წ. Ⴔარნავაზის მიერ მეფის ტიტულის მიღების შემდეგ საფუძველი ჩაეყარა პოლიტიკურად დამოუკიდებელ ქართულ ეროვნულ სახელმწიფოს. Ⴋრავალ რეფორმებთან ერთად Ⴔარნავაზმა განახორციელა ზოგადსახელმწიფოებრივი მნიშვნელობის რეფორმებიც. Ⴉერძოდ, ძვ. წ. 284 წელს შემოღებულ იქნა მზის უძრავი წელიწადის სრულიად სახელმწიფო ერთიანი კალენდარი და ეროვნული ქართული წელთაღრიცხვა (შეიქმნა კი კალენდარი ძვ. წ. 412 წელს). Ⴘემოღებულ იქნა სახელმწიფო ქართული ენა, სრულიად  სახელმწიფო ქართული დამწერლობა და საფუძველი ჩაეყარა ქართულ მწიგნობრობას (დამწერლობის შექმნის თარიღია ძვ. წ. 412 წელი).
Ⴕართული ეროვნული წელთაღრიცხვის სისტემის ამოსავალი წერტილია Ⴈბერიის სამეფოში Ⴔარნავაზ მეფის მიერ სრულიად სახელმწიფო ქართული დამწერლობის შემოღების თარიღი — ძვ. წ. 284 წ. Ⴀნუ, Ⴕრისტეშობის წელი უდრის 284 წ. ქართული ანბანის შემოღებიდან. Ⴕრისტეშობიდან 2016 წლის 19 აგვისტოს დაიწყება Ⴈბერიული (ქართული) წელთაღრიცხვის ახალი XXIV (24–ე) საუკუნე, ანუ 2300 ელი! Ⴘესაბამისად, Ⴕრისტეშობიდან 2011 წელი უდრის 2295 წელს ქართული ანბანის შემოღებიდან! 


 Ⴀხ.წ. 325 წელს ჩატარდა Ⴌიკეის საეკლესიო კრება, რომელმაც პასქალური დღესასწაულის გამოსათვლელად მიიღო 532 წლიანი ”დიდი ინდიქტიონი”. Ⴀმ ციკლის მე-10 მოქცევის 5320 წელი საფუძვლად დაედო სხვადასხვა ქრისტიანული ერის წელთაღრიცხვას, მათ შორის ქართულს. Ⴕართული ეროვნული წელთაღრიცხვის დასაბამი (ძვ. წ. 284 წ.) საფუძვლად დაედო ქართულ ქრისტიანულ წელთაღრიცხვასაც: 5320 წ. + 284 წ. = 5604 წ. ქართულ Ⴃასაბამიდან, ანუ Ⴕრისტეშობის წელი.
Ⴕრისტეშობიდან 1995 წლის 19 აგვისტოს დაიწყო ქართული Ⴃასაბამითის ახალი LXXVII (77-) საუკუნე, ანუ 7600 ელი! Ⴘესაბამისად, Ⴕრისტეშობიდან 2011 წელი უდრის 7615 წელს ქართულ Ⴃასაბამიდან!
Ⴀხ. წ. 1313 წ. დაიწყო მე–14 მოქცევა, რომელიც დამთავრდა 1844 წ. Ⴋომდევნო 1845 წელს კი დაიწყო მე–15 მოქცევა. Ⴋაშასადამე, Ⴕრისტეშობიდან 2011 წ. უდრის 167 წელს Ⴕორონიკონით!
 
რთიერთ გადასვლის წესები წელიწადის გამოთვლისას 


Ⴀმრიგად, ჩვენი ეროვნული საგანძურის, ქართული ეროვნული წელთაღრიცხვის სისტემის და აგრეთვე ქართული ქრისტიანული წელთაღრიცხვის სისტემების (Ⴃასაბამიდან და Ⴕორონიკონი) და ქართული ეროვნული კალენდრის აღდგენა, და მათი პარალელური ხმარება ზოგადქრისტიანულ წელთაღრიცხვასთან და საერთაშორისო კალენდართან ერთად, გაამდიდრებს ჩვენს წარმოდგენას საკუთარ ისტორიაზე. Ⴀმითვე ჩვენ მოგვეცემა საშუალება 19 აგვისტოს ვიზეიმოთ Ⴕართული Ⴀხალი Ⴜლის მოსვლა. 

რთიერთ გადასვლის ტაბულები წელიწადის გამოთვლისას