Ⴂადაიტვირტეთ აქედან და დააყენეთ Ⴇქვენს კომპიუტერზე კლავიატურის გაწყობა ასომთავრულ–მხედრული ასოების დასაბეჭდად: https://yadi.sk/d/Xi2kMHpLkKC9T. Ⴂადაიტვირთეთ აქედან შრიფტები და დააყენეთ Ⴇქვენს კომპიუტერზე: https://yadi.sk/d/JF-vzB4wkKCFj. Ⴒექსტში გამოჩნდება ასომთავრული და ნუსხური ასოები. Ⴈხმარეთ წერის დროს ასომთავრულები ორთოგრაფიული დანიშნულებით — ახალი წინადადების დასაწყისში, საკუთარ და პირად სახელებში, აბრევიატურებში.

Ⴈმერეთის სტამბების გამოცემები. Ⴕუთაისი. Ⴜესი. Ⴑაჩხერე (1800–1818 წწ.)

0 коммент.

 


Ⴑახარება Ⴋატთესი. Ⴑაჩხერე. [1818]

0 коммент.


 

Ⴂამოკრებილი სადღესასწაულო. Ⴜესი. 1811

0 коммент.

 


Ⴃავითნი. Ⴕუთაისი. 1807

0 коммент.

 


Ⴑახარება ვნების Ⴉვირიაკისა. Ⴕუთაისი. 1803. Ⴂვერდის გაფორმება ჩარჩოთი.

0 коммент.

 


Ⴈმერეთის სტამბებში გამოცემული წიგნები (1800-1818 წწ.)

0 коммент.

 Ⴈმერეთის მეფის Ⴑოლომონ II-ის დავალებით მესტამბე Ⴂიორგი Ⴎაიჭაძემ 1799 წელს Ⴋოსკოვში შეიძინა სტამბის მოწყობილობა და შრიფტები, და მოაწყო Ⴕუთაისში სტამბა, რომელშიც 1800 წელს დაიბეჭდა პირველი წიგნი «Ⴃავითნი». 1803 წ. Ⴕუთაისის სტამბას სათავეში ჩაუდგა Ⴋოზდოკიდან ჩამოსული Ⴇბილისის სტამბის ოსტატი Ⴐომანოზ Ⴐაზმაძე-Ⴆუბალაშვილი. 1810 წლამდე Ⴕუთაისის სტამბაში დაიბეჭდა ექვსი წიგნი: «Ⴃავითნი», «Ⴑახარება ვნების Ⴉვირიაკისა», «Ⴉურთხევანი», «Ⴃავითნი», «Ⴏამნი», «Ⴊოცვანი».

1809 და 1811 წწ. სოფელ Ⴜესში მუშაობდა სტამბა, რო-მელშიც დაიბეჭდა ორი წიგნი: «Ⴑავედრებელი Ⴖვთის Ⴋშობლისა» და «Ⴂამოკრებილი სადღესასწაულო».

Ⴑაჩხერეში, Ⴆურაბ და Ⴂრიგოლ Ⴜერეთლების კარზე მოწყობილ სტამბაში, 1815-1817 წწ. დაიბეჭდა სამი წიგნი: „Ⴑამოციქულო“, „Ⴑახარება“ და „Ⴑახარება Ⴋატთესი“.