Ⴂადაიტვირტეთ აქედან და დააყენეთ Ⴇქვენს კომპიუტერზე კლავიატურის გაწყობა ასომთავრულ–მხედრული ასოების დასაბეჭდად: https://yadi.sk/d/Xi2kMHpLkKC9T. Ⴂადაიტვირთეთ აქედან შრიფტები და დააყენეთ Ⴇქვენს კომპიუტერზე: https://yadi.sk/d/JF-vzB4wkKCFj. Ⴒექსტში გამოჩნდება ასომთავრული და ნუსხური ასოები. Ⴈხმარეთ წერის დროს ასომთავრულები ორთოგრაფიული დანიშნულებით — ახალი წინადადების დასაწყისში, საკუთარ და პირად სახელებში, აბრევიატურებში.

ქართული საბრძოლო ორდენი მამაცობისათვის

0 коммент.


Ⴂერმანული მამაცობის ორდენების ჩვენების შემდეგ ვილაპარაკოთ ქართულ საბრძოლო ჯილდოებზე, კერძოდ ორდენზე მამაცობისათვის. Ⴎირველი ის, რომ ასეთი ჯილდო ჩვენ არა გვაქვს.

Ⴄს ორდენი უნდა იყოს მარტივი, ყველარისმთქმელი და ადვილად ცნობადი. Ⴃაუშვებელია ორდენების სიმრავლე — ერთი მკერდი ვერ დაიტევს 10-15 ორდენს (როგორც იყო რუსულ-საბჭოურ ჯარში). Ⴀმ შემთხვევაში ორდენები გადაიქცევა ჯართის გროვად. Ⴍრდენი უნდა იყოს ერთი, მაგრამ 4-5 ხარისხის. Ⴋომდევნო ხარისხის ორდენი სცვლის წინამდებარე ხარისხის ორდენს. Ⴀმ შემთხვევაში მკერდზე არის ერთი ორდენი, და ყველასათვის ნათელია, რამდენი ორდენი იგულისხმება მასში.

Ⴐაც შეეხება ჯილდოს სახელწოდებას. Ⴋომყავს შესაძლო ვარიანტები:
Ⴞევსურული ფარის ორდენი;
Ⴔარ-ხმლის ორდენი;
Ⴅაჟკაც(ობის)თ ჯვარი;
Ⴕართული Ⴟვარი;
Ⴌინოს Ⴟვარი;
Ⴅაზის Ⴟვარი.
Ⴁოლო ვარიანტი მესახება უფრო მიზანშეწონილად.

Ⴞარისხების რაოდენობა და სახელები:
Ⴅაზის Ⴟვარი მე-2 ხარისხის (კლასის);
Ⴅაზის Ⴟვარი 1-ლი ხარისხის (კლასის);
Ⴅაზის Ⴟვარი ფოთლებით;
Ⴅაზის Ⴟვარი ფოთლებით და ფარით;
Ⴅაზის Ⴟვარი ფოთლებით, ფარით და მახვილებით.
Ⴔოთლებში იგულისხმება ვაზის ფოთლები. Ⴔარი უნდა იყოს ქართული (ხევსურული). Ⴋახვილებიც, რა თქმა უნდა, უნდა იყოს სუფთა ქართული, და არა ისეთები, როგორიც Ⴜმინდა Ⴂიორგის გამარჯვების ორდენშია.

1-ლ და მე-2 ხარისხის ორდენებს ატარებენ  მარცხენა მკერდზე მიმაგრებულებს, დანარჩენ სამი ხარისხის ორდენს კისერზე ბაფთზე.

Ⴀქ მომყავს Ⴅაზის Ⴟვრის ორდენის ჩემეული დაახლოვებითი ვარიანტი. Ⴋასზე აუცილებლივ უნდა იყოს აღნიშნული ომის თარიღი (ამ ორდენით ჯილდოვდებიან მხოლოდ და მხოლოდ ომის დროს). 


გერმანიის ფედერალური მხარეების ორდენები

0 коммент.


Ⴇამაზ Ⴋჭედლიძე. Ⴂერმანია. Ⴑახელმწიფოთმცოდნეობითი ლექსიკონი. — Ⴔულდა, 2010. — 344 გვ. — 1712 ილ.



 Ⴓკეთესი ხარისხის სურათი იხილეთ აქ:

გერმანიის სახელმწიფო ჯილდოები

0 коммент.


Ⴇამაზ Ⴋჭედლიძე. Ⴂერმანია. Ⴑახელმწიფოთმცოდნეობითი ლექსიკონი. — Ⴔულდა, 2010. — 344 გვ. — 1712 ილ.