Ⴂადაიტვირტეთ აქედან და დააყენეთ Ⴇქვენს კომპიუტერზე კლავიატურის გაწყობა ასომთავრულ–მხედრული ასოების დასაბეჭდად: https://yadi.sk/d/Xi2kMHpLkKC9T. Ⴂადაიტვირთეთ აქედან შრიფტები და დააყენეთ Ⴇქვენს კომპიუტერზე: https://yadi.sk/d/JF-vzB4wkKCFj. Ⴒექსტში გამოჩნდება ასომთავრული და ნუსხური ასოები. Ⴈხმარეთ წერის დროს ასომთავრულები ორთოგრაფიული დანიშნულებით — ახალი წინადადების დასაწყისში, საკუთარ და პირად სახელებში, აბრევიატურებში.

Ⴕართული ანბანის ასოები

0 коммент.

Ⴕართული ანბანის ასოები
(სახელწოდებები, საერთაშორისო ტრანსკრიფცია,
რიგითი და რიცხვითი მნიშვნელობები)

Ⴕართული ასოების სახეობები Ⴋარი Ⴁროსეს მიხედვით

0 коммент.

Ⴕართული ასოების სახეობები Ⴋარი Ⴁროსეს მიხედვით.
Ⴋარი Ⴁროსე. Ⴚხოვრებაჲ Ⴑაქართველოჲსა. — Ⴎარიზი, 1829


Ⴕართული კურსივი

0 коммент.

  Ⴎირველი ქართული კურსივი შექმნილია 1629 წელს Ⴐომში Ⴑტეფანო Ⴎაოლინისა და Ⴌი­კიფორე Ⴈრბახის (Ⴌიკოლოზ Ⴈრუბაქიძე-Ⴙოლოყაშვილის) მიერ.
Ⴕართული „Italic“-ი არ შეუქმნია არც Ⴌიკო Ⴌიკოლაძეს და არც Ⴂიორგი Ⴌიკოლაძეს. Ⴈმას, რასაც უწოდებენ „Italic“-ს, ქართულად ჰქვია „მხედრული“. Ⴘეიქმნა კი ქართული სას­ტამ­ბო მხედრული 1629 წელს Ⴐომში Ⴑტეფანო Ⴎაო­ლი­ნისა და Ⴌიკიფორე Ⴈრბახის (Ⴌიკოლოზ Ⴈრუბაქიძე-Ⴙო­ლოყაშვილი) მიერ. Ⴀმ პირველ ქართულ სასტამბო შრი­ფ­ტში იყო ასოების სამი ნაირსახეობა: ასომ­თავ­რუ­ლი, ნუსხური (სასტრიქონო) და მხედრული (ასევე სას­ტ­რიქონო). Ⴄს ბოლო ასოები წარმოადგენენ ხე­ლ­ნა­წერ ასოებთან მიახლოვებულ სასტამბო ასოებს. Ⴆუს­ტად ეს არის „კურსივული“ („Italic“-ური) ასო­ების არსი.
Ⴕვემო სურათზე ნაჩვენებია Ⴈრუბაქიძე-Ⴙო­ლო­ყა­შ­ვი­ლის პირველი ქართული სასტამბო შრიფტი (Ⴐომი, 1629 წ.). Ⴋესამე რიგში „მხედრული“, ანუ ლათინური „კურსივის“ ბადალი ასოები.
Ⴎირველი კურსივი ლათინურში შეიქმნა Ⴈტალიაში Ⴀლდუს Ⴋანუციუსის მიერ 1501 წელს. Ⴄს ასო­­ბი თავისი მოხაზულობით მიახლოვებულია ხელნაწერ ასოებთან და ამავე დროს დახრილია. Ⴀმ ასო­ებ­მა მოიპოვა მაშინ დიდი პოპულარობა, ვინაიდან ითვლებოდა კომპაქტურად, და ამ ასოებით იკ­რი­ბე­ბოდა მცირე ფორმატის წიგნები. Ⴃღეს კი ამ ასოებით კრებენ ცალკეულ სიტყვებს ან ცალკეულ წი­ნადადებებს ტექსტში მათი გამახვილების მიზნით.
Ⴐაც შეეხება სახელწოდებას. Ⴀმ ასოების ლათინური სახელწოდებაა „კურსივი“ (მე-17 საუკუნემდე ლათინური ენა Ⴄვროპაში ითვლებოდა მეცნიერების ერთადერთ ენად). „Ⴉურსივი“ ნიშნავს სწრა­ფწერას, გაკრულ ხელს. Ⴒერმინები „მხედრული“, „სწრაფწერა“ და „გაკრული ხელი“ სინონიმებია. Ⴀნუ ქართული ტერმინი „მხედრული“ ლათინური „კურსივის“ შესატყვისია (cursus — სირბილი, დი­ნება; cursivus — რომელიც გარბის; littera cursiva — ასო, რომელიც გარბის [მორბენალი ასო, მხედ­რუ­ლი ასო]).
Ⴂერმანულში დამკვიდრდა ლათინური ტერმინი „კურსივი“. Ⴈნგლისურში და ფრანგულში კი დამ­კვი­დ­რდა კურსივის შესატყვისი ტერმინი „იტალიური“, განსხვავებით სწორ ასოებისგან, რომელსაც უწო­დებენ „რომაულს“. Ⴇანამედროვე ქართულში ლათინური ტერმინი „კურსივი“ შემოვიდა გერ­მა­ნუ­ლის მეშვეობით და დიდი ხანია დამკვიდრდა. Ⴀქედან გამომდინარე, ვერ ვხედავ ვერავითარ აუ­ცი­ლებ­ლობას ტერმინ „კურსივის“ შეცვლას „Italic“-ით. Ⴀღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ ჩვენ გვაქვს „კურ­სივის“ შესატყვისი სუფთა ქართული ტერმინი „მხედრული“.
1629 წ. და მომდევნო ათწლეულებში და საუკუნეებში (დღევანდელობის ჩათვლით) შექმნილი მხედ­რულასოებიანი შრიფტები შესდგებიან კურსივულ („Italic“-ურ) ასოებისგან, ანუ სასტამბო მხედ­რუ­ლებისგან. Ⴀსე რომ, ასოები, რომლებითაც აკრებილია თანამედროვე ქართული ტექსტები, არიან კურ­სივულები („Italic“-ურები). Ⴂარდა ამისა, ტექსტებში არ ხმარობენ ასომთავრულებს. Ⴝეშმარიტი ასომ­თავრულები და ნუსხურები კი, როგორც ნაბეჭდი ტექსტის ძირითადი ასოები, მივიწყებულია იმ­დენად, რომ ქართველები მათ ვეღარც კი სცნობენ, რომ ქართულებია. Ⴑცადეთ და აუხსენით ევ­რო­პე­ლებს ეს მდგომამარეობა. Ⴌორმალური ჭკვის ევროპელი ამას ვერ გაიგებს, ფანტაზია არ ჰყოფნის.


Ⴕვაზე ამოკვეთილი ასომთავრული ტექსტი

0 коммент.


Ⴕვაზე ამოკვეთილი ქართული ანბანი

0 коммент.


Ⴞეზე ამოჭრილი ქართული ანბანი

0 коммент.





Ⴑაერთაშორისო კალენდრის ნიმუში. 2013 წელი.

0 коммент.

Ⴑაერთაშორისო კალენდრის ნიმუში. 2013 წელი.

Ⴃასაბამის კალენდრის ნიმუში. 7617 წელი

0 коммент.

Ⴃასაბამის კალენდრის ნიმუში. 7617 წელი.
Ⴜელი დაიწყო 2013 წლის 19 აგვისტოს.

Ⴕართული (Ⴈბერიული) კალენდრის ნიმუში. 2289 წელი

0 коммент.

Ⴕართული (Ⴈბერიული) კალენდრის ნიმუში. 2289 წელი.
Ⴜელი დაიწყო 2013 წლის 19 აგვისტოს.

Ⴕართული და საერთაშორისო კალენდრების თანაგვარი (იდენტური) დღეები (ნაკიანი წელაწადი)

0 коммент.

ართული და აერთაშორისო კალენდრების
თანაგვარი (იდენტური) დღეები
(ნაკიანი წელაწადი)

Ⴕართული და საერთაშორისო კალენდრების თანაგვარი (იდენტური) დღეები (უნაკო წელაწადი)

0 коммент.

ართული და აერთაშორისო კალენდრების
თანაგვარი (იდენტური) დღეები
(უნაკო წელაწადი)

Ⴑაერთაშორისო და ქართული კალენდრების თანაგვარი (იდენტური) დღეები (ნაკიანი წელაწადი)

0 коммент.

Ⴑაერთაშორისო და ქართული კალენდრების
თანაგვარი (იდენტური) დღეები
(ნაკიანი წელაწადი)

Ⴑაერთაშორისო და ქართული კალენდრების თანაგვარი (იდენტური) დღეები (უნაკო წელაწადი)

0 коммент.

Ⴑაერთაშორისო და ქართული კალენდრების
თანაგვარი (იდენტური) დღეები
(უნაკო წელაწადი)

Ⴓრთიერთ გადასვლის წესები წელიწადის გამოთვლისას

0 коммент.

რთიერთ გადასვლის წესები წელიწადის გამოთვლისას


Ⴕართული წელთაღრიცხვები

0 коммент.

Ⴕართული წელთაღრიცხვები

Ⴕართული Ⴃასაბამი და Ⴕორონიკონი

0 коммент.

Ⴕართული Ⴃასაბამი და Ⴕორონიკონი

Ⴀხ.წ. 325 წელს ჩატარდა Ⴌიკეის საეკლესიო კრება, რომელმაც პასქალური დღესასწაულის გამოსათვლელად მიიღო 532 წლიანი ”Ⴃიდი Ⴈნდიქტიონი”. Ⴀმ ციკლის მე-10 მოქცევის 5320 წელი საფუძვლად დაედო სხვადასხვა ქრისტიანული ერის წელთაღრიცხვას, მათ შორის ქართულს. Ⴕართული ეროვნული წელთაღრიცხვის დასაბამი (ძვ. წ. 284 წ.) საფუძვლად დაედო ქართულ ქრისტიანულ წელთაღრიცხვასაც: 5320 წ. + 284 წ. = 5604 წ. ქართული Ⴃასაბამიდან, ანუ Ⴕრისტეშობის წელი.
Ⴕრისტეშობიდან 1995 წლის 19 აგვისტოს დაიწყო ქართული Ⴃასაბამის ახალი LXXVII (77-) საუკუ­ნე, ანუ 7600 ელი!
Ⴘესაბამისად, Ⴕრისტეშობიდან 2017 წელი უდრის 7621 წელს ქართულ Ⴃასაბამიდან!
Ⴀხ. წ. 1313 წ. დაიწყო მე–14 მოქცევა, რომელიც დამთავრდა 1844 წ. Ⴋომდევნო 1845 წელს კი დაიწყო მე–15 მოქცევა. Ⴋაშასადამე, Ⴕრისტეშობიდან 2017 წ. უდრის 173 წელს Ⴕორონიკონით!

Ⴕართული ეროვნული წელთაღრიცხვა

0 коммент.

Ⴕართული ეროვნული წელთაღრიცხვა

Ⴛვ.წ. მე-4 საუკუნეში Ⴑაქართველო გაერთიანდა ერთ სახელმწიფოდ. Ⴛვ. წ. 303 წ. Ⴔარნავაზის მიერ მეფის ტიტულის მიღების შემდეგ საფუძველი ჩაეყარა პოლიტიკურად დამოუკიდებელ ქართულ ეროვნულ სახელმწიფოს. Ⴋრავალ რეფორმებთან ერთად Ⴔარნავაზმა განახორციელა ზოგადსახელმწიფოებრივი მნიშვნელობის რეფორმებიც.
Ⴉერძოდ, ძვ. წ. 284 წელს შემოღებულ იქნა მზის უძრავი წელიწადის სრულიად სახელმწიფო ერთიანი კალენდარი და ეროვნული ქართული წელთაღრიცხვა (შეიქმნა კი კალენდარი ძვ. წ. 412 წელს).
Ⴘემოღებულ იქნა სახელმწიფო ქართული ენა, სრულიად  სახელმწიფო ქართული დამწერლობა და საფუძველი ჩაეყარა ქართულ მწიგნობრობას (დამწერლობის შექმნის თარიღია ძვ. წ. 412 წელი).
Ⴕართული ეროვნული წელთაღრიცხვის სისტემის ამოსავალი წერტილია Ⴈბერიის სამეფოში Ⴔარნავაზ მეფის მიერ სრულიად სახელმწიფო ქართული დამწერლობის შემოღების თარიღი — ძვ. წ. 284 წ. Ⴀნუ, Ⴕრისტეშობის წელი უდრის 284 წ. Ⴕართული ანბანის შემოღებიდან.
Ⴕრისტეშობიდან 2016 წლის 19 აგვისტოს დაიწყო Ⴈერიული (ქართული) წელთაღრიცხვის ახალი XXIV (24–ე) საუკუნე, ანუ 2300 ელი!
Ⴘესაბამისად, Ⴕრისტეშობიდან 2017 წელი უდრის 2301 წელს ქართული ანბანის შემოღებიდან!

Ⴕართული ეროვნული კალენდარი და წელთაღრიცხვა

0 коммент.

Ⴕართული ეროვნული კალენდარი
და წელთაღრიცხვა

ართველები უძველეს დროში სარგებლობდნენ მთვარის კალენდრით, რომელიც შემდეგში შეიცვალა მზის კალენდრით. Ⴛვ. წ. 412 წ. შეიქმნა ქართული ანბანური დამწერლობა და ქართული წარმართული კალენდარი, რომლის თანახმადაც წელიწადში იყო 30–30 დღიანი 12 თვე. Ⴇვეებს ჰქონდათ თავიანთი ძველი ქართული სა­ხელწოდებები. Ⴋე-12 თვის ბოლოს მოდიოდა 5 (ნაკიან წელიწადში კი 6) დამატებითი დღე.