Ⴂადაიტვირტეთ აქედან და დააყენეთ Ⴇქვენს კომპიუტერზე კლავიატურის გაწყობა ასომთავრულ–მხედრული ასოების დასაბეჭდად: https://yadi.sk/d/Xi2kMHpLkKC9T. Ⴂადაიტვირთეთ აქედან შრიფტები და დააყენეთ Ⴇქვენს კომპიუტერზე: https://yadi.sk/d/JF-vzB4wkKCFj. Ⴒექსტში გამოჩნდება ასომთავრული და ნუსხური ასოები. Ⴈხმარეთ წერის დროს ასომთავრულები ორთოგრაფიული დანიშნულებით — ახალი წინადადების დასაწყისში, საკუთარ და პირად სახელებში, აბრევიატურებში.

ელაშვილი ვ. ი. ხევსურული ფარიკაობა. 1956 (რუსულ ენაზე)

0 коммент.


Ⴄლაშვილი Ⴅ. Ⴈ. Ⴞევსურული ფარიკაობა. — Ⴇბილისი, 1956 — 90 გვ. (რუსულ ენაზე)



Ⴀქ ვდებ Ⴅ. Ⴄლაშვილის წიგნს „Ⴞევსურული ფარიკაობა“.
Ⴂამოიცა იგი 1956 წ. Ⴜიგნი არის უხვად ილუსტრირებული.

Ⴃაწერილია და გამოცემულია რუსულ ენაზე, რაც ჩემი აზრით,
არის ყოვლად დაუშვებელი. Ⴈარაღს მარტო მაშინ აქვს ფასი,
როდესაც იგი არის საიდუმლო. Ⴇუკი შენს საიდუმლო
იარაღზე აცნობე მთელ სამყაროს (მითუმეტეს მოწინააღმდეგის
ენაზე, რომ, ალბათ, მას არ გაუჭირდეს შენი საიდუმლოს გაგება),
შენი საქმე წავა მრუდეთ. Ⴐასაც ჩვენ ვხედავთ დღეს.

Ⴀვტორს, ალბათ ეგონა, რომ ელაპარაკებოდა მოყვარეს, მაგრამ
ჩვენ კი ხომ კარგად ვიცით, რომ დაუძინებელ მტერს.

Ⴀრაფერი ამის მაგვარი არ არის გამოცემული ქართულ ენაზე —
ალბათ იმიტომ, რომ ქართველებმა დაივიწყონ თავისი გმირული წარსული,
მტერმა კი პირიქით, რაც შეიძლება კარგად შეისწავლოს ეს ხელოვნება
და შემდეგ მიითვისოს ის.

Ⴂარდა ამ წიგნისა, მალე დავდებ კიდევ რამოდენიმე წიგნს, რომლებიც,
ჩემი აზრით, დაწერილი იყო მტრისათვის სასურველი ინფორმაციის
მიწვდის მიზნით. Ⴄს წიგნები აგრეთვე დაწერილია ქართველების
მიერ რუსულ ენაზე, თანაც შესაშური სიზუსტით და ამომწურავი
ინფორმაციის მიწვდით.

Ⴈხილეთ აქ: