Ⴂადაიტვირტეთ აქედან და დააყენეთ Ⴇქვენს კომპიუტერზე კლავიატურის გაწყობა ასომთავრულ–მხედრული ასოების დასაბეჭდად: https://yadi.sk/d/Xi2kMHpLkKC9T. Ⴂადაიტვირთეთ აქედან შრიფტები და დააყენეთ Ⴇქვენს კომპიუტერზე: https://yadi.sk/d/JF-vzB4wkKCFj. Ⴒექსტში გამოჩნდება ასომთავრული და ნუსხური ასოები. Ⴈხმარეთ წერის დროს ასომთავრულები ორთოგრაფიული დანიშნულებით — ახალი წინადადების დასაწყისში, საკუთარ და პირად სახელებში, აბრევიატურებში.

Ⴄრეკლეს სტამბის გამოცემები (1749 - 1800 წწ.)

0 коммент.

 


Ⴄრეკლე II-ს ბოლოსიტყვა. «Ⴎარაკლიტიკოსი». 1772.

0 коммент.

 


«Ⴉურთხევანი». 1784.

0 коммент.

 


Ⴄრეკლე II-ის სტამბა Ⴇბილისში.

0 коммент.

 Ⴄრეკლე II-ის სტამბა დაარსდა Ⴇბილისში 1749 წელს და იარსება 1800 წლამდე. Ⴇავდაპირველად იგი მოთავსებული იყო Ⴀნჩისხატის ეკლესიის ეზოში, საპატრიარქო პალატის შენობაში, 1763 წლიდან კი მეფის სასახლეში. 1781-1782 წლებში სტამბას გაუკეთდა რეკოსტრუქცია: დადგეს ახალი საბეჭდი დაზგა, ჩამოასხეს შრიფტი. Ⴑტამბას 1763 წლიდან სათავეში ედგა Ⴀნტონ I, 1784 წლიდან კი Ⴄრეკლე II-ის კარის ეკლესიის მოძღვარი, მარტყოფელი მღვდელი Ⴕრისტეფორე Ⴉეჟე-რაშვილი, რომელმაც აიღო სტამბა იჯარით. Ⴋან შეიტანა არსებითი ცვლილებები ქართული წიგნის ბეჭდვის საქმეში: გაზარდა ტირაჟი და წიგნების დასახელების ოდე-ნობა, ზრუნავდა მათი სწრაფი რეალიზაციისათვის, წიგნებს კალენდრის სახით დაურთო ცნობები თვეებსა და საეკლესიო დღესასწაულებზე. Ⴑტამბაში მისი არსებობის განმავლობაში დაიბეჭდა 30 დასახელების წიგნი, მათ შრის «Ⴃავითნი», «Ⴑახარება», «Ⴑამოციქულო», «Ⴉონდაკი», «Ⴊოცვანი», «Ⴉურთხევანი», ფილოსოფიური და ისტორიული ხასიათის წიგნები «Ⴉიტაიის სიბრძნე», Ⴃ. Ⴁაგრატიონის «Ⴌარკუევი» და სხვ.