Ⴂადაიტვირტეთ აქედან და დააყენეთ Ⴇქვენს კომპიუტერზე კლავიატურის გაწყობა ასომთავრულ–მხედრული ასოების დასაბეჭდად: https://yadi.sk/d/Xi2kMHpLkKC9T. Ⴂადაიტვირთეთ აქედან შრიფტები და დააყენეთ Ⴇქვენს კომპიუტერზე: https://yadi.sk/d/JF-vzB4wkKCFj. Ⴒექსტში გამოჩნდება ასომთავრული და ნუსხური ასოები. Ⴈხმარეთ წერის დროს ასომთავრულები ორთოგრაფიული დანიშნულებით — ახალი წინადადების დასაწყისში, საკუთარ და პირად სახელებში, აბრევიატურებში.

Ⴕართული Ⴃასაბამი და Ⴕორონიკონი

0 коммент.

Ⴕართული Ⴃასაბამი და Ⴕორონიკონი

Ⴀხ.წ. 325 წელს ჩატარდა Ⴌიკეის საეკლესიო კრება, რომელმაც პასქალური დღესასწაულის გამოსათვლელად მიიღო 532 წლიანი ”Ⴃიდი Ⴈნდიქტიონი”. Ⴀმ ციკლის მე-10 მოქცევის 5320 წელი საფუძვლად დაედო სხვადასხვა ქრისტიანული ერის წელთაღრიცხვას, მათ შორის ქართულს. Ⴕართული ეროვნული წელთაღრიცხვის დასაბამი (ძვ. წ. 284 წ.) საფუძვლად დაედო ქართულ ქრისტიანულ წელთაღრიცხვასაც: 5320 წ. + 284 წ. = 5604 წ. ქართული Ⴃასაბამიდან, ანუ Ⴕრისტეშობის წელი.
Ⴕრისტეშობიდან 1995 წლის 19 აგვისტოს დაიწყო ქართული Ⴃასაბამის ახალი LXXVII (77-) საუკუ­ნე, ანუ 7600 ელი!
Ⴘესაბამისად, Ⴕრისტეშობიდან 2017 წელი უდრის 7621 წელს ქართულ Ⴃასაბამიდან!
Ⴀხ. წ. 1313 წ. დაიწყო მე–14 მოქცევა, რომელიც დამთავრდა 1844 წ. Ⴋომდევნო 1845 წელს კი დაიწყო მე–15 მოქცევა. Ⴋაშასადამე, Ⴕრისტეშობიდან 2017 წ. უდრის 173 წელს Ⴕორონიკონით!