Ⴂადაიტვირტეთ აქედან და დააყენეთ Ⴇქვენს კომპიუტერზე კლავიატურის გაწყობა ასომთავრულ–მხედრული ასოების დასაბეჭდად: https://yadi.sk/d/Xi2kMHpLkKC9T. Ⴂადაიტვირთეთ აქედან შრიფტები და დააყენეთ Ⴇქვენს კომპიუტერზე: https://yadi.sk/d/JF-vzB4wkKCFj. Ⴒექსტში გამოჩნდება ასომთავრული და ნუსხური ასოები. Ⴈხმარეთ წერის დროს ასომთავრულები ორთოგრაფიული დანიშნულებით — ახალი წინადადების დასაწყისში, საკუთარ და პირად სახელებში, აბრევიატურებში.

Ⴑრულყოფილი ქართული საშრიფტო გარნიტური

0 коммент.

Ⴋოსაზრებები სრულყოფილი ქართული
საშრიფტო გარნიტურის შექმნის თაობაზე.
Ⴌებისმიერი ქართული საშრიფტო გარნიტური უნდა შეიცავდეს: 38 ქართულ ასონიშანს (ასომთავრულს, ნუსხურს და მხედრულს) + ციფრებს + სასვენ ნიშნებს + ინგლისურ ასონიშნებს. Ⴈდეალური საშრიფტო გარნიტური კი დამატებით შეიცავს ბერძნულ და რუსულ ასონიშნებს. Ⴀსეთი გარნიტური იძლევა ნებისმიერი სირთულის ტექსტის აკრეფის საშუალებას.
Ⴃღესდღეობით არ მოიპოვება ისეთი უნივერსალი სპეციალისტი, რომელსაც გააჩნია უნარი ერთნაირად კარგად ერკვეოდეს სუყველა ამ დამწერლობების თავისებურებებში და რომელიც შესძლებს ასეთი გარნიტურის შექმნას. Ⴋომავალშიც, ალბათ, ასეთი ადამიანი არ გამოჩნდება.
Ⴋაგრამ ამ პრობლემის გადაჭრას შეიძლება მიუდგეთ სხვა მხრიდან. Ⴅიღებთ რომელიმე სტანდარტულ შრიფტს, რომელშიც არის ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ასონიშანი, ქართულის გარდა. Ⴃა ამ შრიფტებისთვის ვქმნით შესაფერის ქართულ ასონიშნებს (ასომთავრულს, ნუსხურს და მხედრულს). Ⴄს ქართული ასოები უნდა იყოს მთლიანად ადაპტირებული დანარჩენ ასოებთან.
Ⴓნდა ითქვას, რომ ასეთი პრაქტიკა უკვე არსებობს. Ⴋაგალითად შრიფტები: DejaVu Sans Condenses, DejaVu Serif Condenses, Sylfaen, Arial Uniocode MS, TITUS Cyberbit Basic, Code 2000. Ⴋარტო პირველ სამში არის სამივე სახის ქართული ასო. Ⴃანარჩენებში მხოლოდ ასომთავრული და მხედრული. Ⴀმ შრიფტებიდან მხოლოდ Sylfaen-ია სტანდარტული შრიფტი.
Ⴑაწყის ეტაპზე შეიძლება, მაგალითად, Arial-ში და Times New Roman-ში ქართული დიაპაზონის დამატება და შემდეგ მათი შეთავაზება შრიფტების მფლობელებს. Ⴇუ ეს ქართული ასოები თავისი თვისებებით კარგად მოერგება Arial-ს და Times New Roman-ს, მათი მფლობელები ოფიციალურად შეიტანენ მათ შრიფტების შემადგენლობაში. Ⴀმით ჩვენთვის მოიხსნება მრავალი პრობლემა.
Ⴋაგრამ, სანამ შევუდგებოდეთ ზემოთ ჩამოყალიბებული ამოცანის გადაჭრას, არის უფრო იოლი ამოცანა. Sylfaen-ის, DejaVu Sans Condenses-ის, DejaVu Serif Condenses-ის და Arial Uniocode MS-ის ქართულ ასოებში (კერძოდ ასომთავრულში) არის უხეში შეცდომები. Ⴑასურველია, რომ ეს ასოები გადაკეთდეს.
Ⴑრული ვერსია სურათებით იხილეთ აქ:
https://dl.dropboxusercontent.com/u/32437845/Mosazrebebi.pdf