Ⴂადაიტვირტეთ აქედან და დააყენეთ Ⴇქვენს კომპიუტერზე კლავიატურის გაწყობა ასომთავრულ–მხედრული ასოების დასაბეჭდად: https://yadi.sk/d/Xi2kMHpLkKC9T. Ⴂადაიტვირთეთ აქედან შრიფტები და დააყენეთ Ⴇქვენს კომპიუტერზე: https://yadi.sk/d/JF-vzB4wkKCFj. Ⴒექსტში გამოჩნდება ასომთავრული და ნუსხური ასოები. Ⴈხმარეთ წერის დროს ასომთავრულები ორთოგრაფიული დანიშნულებით — ახალი წინადადების დასაწყისში, საკუთარ და პირად სახელებში, აბრევიატურებში.

სამხედრო სიმბოლიკა 2

0 коммент.

Ⴑამხედრო სიმბოლიკა // Ⴇამაზ Ⴋჭედლიძე. Ⴑაქართველოს სიმბოლიკა. — 2009. — Ⴂვ. 137.

Ⴀხლანდელ საზღვაო დროშაზე კი თეთრი ჯვარი და მისი ფონი არიან მოწყვეტილები ერთმანეთს. Ⴑაფიქრებელია, რატომ გამოიყენეს დროშის სურათის ავტორებმა Ⴜმ. Ⴀნდრია Ⴎირველწოდებულის დროშის ინვერსიული ფორმა? Ⴀლბათ იმიტომ, რომ სწორი ფორმა არის Ⴐუსეთის ფლოტის დროშა. Ⴅეთანხმები მათ: უწმინდურ Ⴐუსეთს უნდა ჩამოვშორდეთ სამუდამოდ. Ⴋაგრამ Ⴘოტლანდიასთანაც საერთო ჩვენ არა გვაქვს არაფერი. Ⴂარდა ამისა, წმინდა Ⴀნდრია Ⴎირველწო­დებული ქადაგედბა Ⴑაქართველოში და მაშინ არამც თუ Ⴐუსეთი, მისი წინამორბედი სახელმწიფოებიც ჩანასახშიაც კი არ არსებობდნენ. Ⴃა ვის უფრო მეტი უფლება აქვს ამ დროშის ხმარებისა?
Ⴇუ დროშის შესწორებულ ვარიანტში გამოვიყენებთ Ⴜმ. Ⴀნდრია Ⴎირველწოდებულის ნამდვილ დროშას, მივიღებთ შემდეგ ვარიანტებს:
Ⴃასკვნა! Ⴑაქართველოს Ⴑაზღვაო Ⴛალების დროშას უნდა ჰქონდეს ქვემოთ მოყვანილი სურათების ერთ-ერთი სახე.
Ⴓფრო სწორი იქნება არა Ⴜმინდა Ⴂიორგის, ანუ Ⴈნგლისის დროშის გამოყენება, არამედ Ⴑაქართველოს დროშის. Ⴀმ შემთხვევაში Ⴑაზღვაო Ⴛალების დროშას ექნება შემდეგი სახე:

Ⴀქ გამოსარკვევია ორი საკითხი. Ⴐომელი დროშა უნდა გამოვიყენოთ — Ⴜმინდა Ⴀნდრია Ⴎირველწოდებულის თუ Ⴘოტლანდიის? Ⴎასუხი, მე მგონი, ნათელია თავის თავად — Ⴜმინდა Ⴀნდრია Ⴎირველწოდებულის!
Ⴜინა პლანზე რომელი დროშა უნდა მოთავსდეს — Ⴑაქართველოსი თუ Ⴜმინდა Ⴀნდრია Ⴎირველწოდებულის? Ⴎასუხი აქაც ნათელია  — Ⴑაქართველოსი!
Ⴋაშ ასე! Ⴁოლო სწორი ვარიანტი არის შემდეგი:

Ⴇუ გავაგრძელებთ ასეთივე ლოგიკით მსჯელობას, Ⴑაქართველოს სამხედრო დროშებს უნდა ჰქონდეს ასეთი სახე.