Ⴂადაიტვირტეთ აქედან და დააყენეთ Ⴇქვენს კომპიუტერზე კლავიატურის გაწყობა ასომთავრულ–მხედრული ასოების დასაბეჭდად: https://yadi.sk/d/Xi2kMHpLkKC9T. Ⴂადაიტვირთეთ აქედან შრიფტები და დააყენეთ Ⴇქვენს კომპიუტერზე: https://yadi.sk/d/JF-vzB4wkKCFj. Ⴒექსტში გამოჩნდება ასომთავრული და ნუსხური ასოები. Ⴈხმარეთ წერის დროს ასომთავრულები ორთოგრაფიული დანიშნულებით — ახალი წინადადების დასაწყისში, საკუთარ და პირად სახელებში, აბრევიატურებში.

ლევან ჭილაშვილი. ნეკრესის უძველესი ქართული წარწერები და ქართული დამწერლობის ისტორიის საკითხები

2 коммент.


Ⴝილაშვილი Ⴊევან. Ⴌეკრესის უძველესი ქართული წარწერები და ქართული დამწერლობის ისტორიის საკითხები. - Ⴇბილისი.: Ⴗვარლის რ-ნის არქეოლ. ფონდი, 2004 – 135 გვ.: ილ.


Ⴀმ წიგნის წაკითხვა აუცილებელია ყოველი განათლებული ქართველისთვის. Ⴅინაიდან წიგნის მოცულობა დიდია (60 mb), მას ვდებ საიტზე ოთხ ნაწილად.

Ⴈკითხეთ, და Ⴖმერმა ხელი მოგიმართოთ!


Ⴜიგნის წინა და უკანა ყდები.


ლევან ჭილაშვილი. წინაქრისტიანული ხანის ქართული წარწერა ნეკრესიდან

0 коммент.


Ⴊევან Ⴝილაშვილი. Ⴜინაქრისტიანული ხანის ქართული წარწერა Ⴌეკრესიდან // Ⴕართველოლოგი. — № 7. — 2000. — Ⴂვ. 7–8.


Ⴄს წარწერა აღმოჩენილია Ⴌეკრესში 1999 წ. Ⴋის წასაკითხად და გასაგებად აუცილებელი არ არის მკითხველი იყოს მეცნიერი. Ⴒექსტი გასაგებია თანამედროვე რიგითი (ასომთავრულის მცოდნე) ქართველისთვის. Ⴈმის გაგება, რომ ამ წარწერას არაფერი აქვს საერთო ქრისტიანობასთან, აკადემიკოსობა არ სჭირდება.

Ⴜარწერა ამოკვეთილია 1-3 სს. ცეცხლისთაყვანისმცემლის საფლავის ქვაზე.

  

პავლე ინგოროყვა. ქართული დამწერლობის ძეგლები ანტიკური ხანისა

0 коммент.


Ⴎავლე Ⴈნგოროყვა. Ⴕართული დამწერლობის ძეგლები ანტიკური ხანისა // Ⴎ. Ⴈნგოროყვა. Ⴇხზულებანი. — Ⴒ. IV. — Ⴇბილისი:. — Ⴂვ. 487-501.


Ⴀქ წარმოგიდგენთ Ⴎავლე Ⴈნგოროყვას იმ შრომას, რომლის ციტირებაც მე პირადად არსად არ შემხვედრია. Ⴕართული დამწერლობის შექმნის თარიღზე მსჯელობისას ეყრდნობიან ნებისმიერ წყაროებს, გარდა ამისა. Ⴐატომ? Ⴜაიკითხეთ ეს ნაშრომი და მიხვდებით რატომ!

Ⴄს ნაშრომი რომ ახსენოს ვინმემ თავის სტატიაში, დანარჩენი მსჯელობები ქართული დამწერლობის უცხოელის მიერ შექმნის თაობაზე, ან მის შექმნაზე მე-5 საუკუნეში ქრისტიანობის შემოღების ზეგავლენით, კარგავს ყაველგვარ აზრს. Ⴃა სალაპარაკო აღარაფერი დარჩება. Ⴀმიტომ არჩევენ არ შემჩნევას. Ⴂარდა ამისა, Ⴈნგოროყვასთან ჭიდილს ვერ ბედავენ.

Ⴄს არის ჩემი ახსნა ამ ფენომენისა. Ⴑხვა ახსნის მოგონებისთვის არ მყოფნის ფანტაზია. Ⴈქნებ ვინმემ  წარმოადგინოს თავისი ვერსია?