Ⴂადაიტვირტეთ აქედან და დააყენეთ Ⴇქვენს კომპიუტერზე კლავიატურის გაწყობა ასომთავრულ–მხედრული ასოების დასაბეჭდად: https://yadi.sk/d/Xi2kMHpLkKC9T. Ⴂადაიტვირთეთ აქედან შრიფტები და დააყენეთ Ⴇქვენს კომპიუტერზე: https://yadi.sk/d/JF-vzB4wkKCFj. Ⴒექსტში გამოჩნდება ასომთავრული და ნუსხური ასოები. Ⴈხმარეთ წერის დროს ასომთავრულები ორთოგრაფიული დანიშნულებით — ახალი წინადადების დასაწყისში, საკუთარ და პირად სახელებში, აბრევიატურებში.

Ⴀსომთავრულ-ნუსხურის თვითმასწავლებელი 2.

0 коммент.

Ⴀსომთავრულ-ნუსხურის თვითმასწავლებელი 2.
Ⴃღეიდან ვიწყებ ასომთავრულ-ნუსხურ-მხედრული ტექსტების დადებას. Ⴒექსტები გამართულია მარტივი წესით: ასომთავრულით იწყება წერტილის შემდეგ ახალი წინადადების პირველი სიტყვა, და აგრეთვე საკუთარი და პირადი სახელები.
Ⴄს წესი მოქმედებს „ევროპულ“ დამწერლობებში და ჩვენშიც იყო ხმარებაში მე-19 საუკუნის 60-ან წლებამდე.
Ⴊუწ (მარცხენა) გვერდზე მოთავსებულია ასომთავრულ-ნუსხური ტექსტი.
Ⴉენტ (მარჯვენა) გვერდზე კი იგივე შინაარსის ასომთავრულ-მხედრული.
Ⴑაწყის ეტაპზე იკითხეთ ასომთავრულ-მხედრული. Ⴋომავალში კი თანდათან შეიძლება გადასვლა ასომთავრულ-ნუსხურზე.
Ⴘეგიძლიათ გადაიტვირთოთ PDF-ფაილები, შემდეგ დაბეჭდოთ პრინტერზე და იკითხოთ ქაღალდზე დაბეჭდილი ტექსტები. Ⴕეღალდზე ნაბეჭდი ტექსტის კითხვა გაცილებით უფრო მოხერხებულია, ვიდრე ეკრანიდან.

Ⴉითხვა არის ასომთავრულის და ნუსხურის შესწავლის საუკეთესო საშუალება!

Ⴀსომთავრულ-ნუსხურის თვითმასწავლებელი 1.

0 коммент.

Ⴀსომთავრულ-ნუსხურის თვითმასწავლებელი 1.
1- სურათზე სქემატურად ნაჩვენებია ასომთავრულის გრაფიკა. Ⴀსო Ⴓნ- ბრჭყალებში გატანილია ტაბულის ბოლოში.
Ⴋე-2 სურათზე ნაჩვენებია აგრეთვე სქემატურად ასომთავრულის და მხედრულის გრაფიკა.
Ⴋე-3 სურათზე სქემატურად ნაჩვენებია ასომთავრულის, ნუსხურის და მხედრულის გრაფიკა.
Ⴋე-4 სურათზე ნაჩვენებია შრიფტი Sylfaen-ის ტაბულა სრული სახით. Ⴀსო Ⴓნ- ბრჭყალებში გატანილია ტაბულის ბოლოში.

Ⴄს სურათები საწყის ეტაპზე დაგეხმარებათ ასომთავრულის და ნუსხურის ამოცნობაში.