Ⴂადაიტვირტეთ აქედან და დააყენეთ Ⴇქვენს კომპიუტერზე კლავიატურის გაწყობა ასომთავრულ–მხედრული ასოების დასაბეჭდად: https://yadi.sk/d/Xi2kMHpLkKC9T. Ⴂადაიტვირთეთ აქედან შრიფტები და დააყენეთ Ⴇქვენს კომპიუტერზე: https://yadi.sk/d/JF-vzB4wkKCFj. Ⴒექსტში გამოჩნდება ასომთავრული და ნუსხური ასოები. Ⴈხმარეთ წერის დროს ასომთავრულები ორთოგრაფიული დანიშნულებით — ახალი წინადადების დასაწყისში, საკუთარ და პირად სახელებში, აბრევიატურებში.

საჰაერო ძალების განმასხვავებელი ნიშნები 4

0 коммент.

Ⴈქიდან გამომდინარე, რომ თითქმის სუყველა ქვეყ­ნის საჰაერო ძალების განმასხვავებელი ნიშნები (მათ შორის Ⴑაქართველოსიც) დროთა განმავლობაში იცვ­ლებოდა და იხვეწებოდა, არ იქნება ურიგო, რომ გა­დავხედოთ ქართულ განმასხვავებელ ნიშნებს მათი გაუმჯობესების მიზნით.

Ⴎირველ რიგში უნდა მივაქციოთ ყურადღება იმას, რომ ჩვენი ნიშნის ბოლო ვარიანტში ლურჯი ფერია უცრო — სასურველია გამოყენებული იყოს დროშის ფერები. Ⴂარდა ამისა, სასურველია ღია წითელი ფე­რის გამოყენება.
Ⴘეიძლება ამ ნიშნის ინვერსიული ფორმის გამოყე­ნება — ვარსკვლავი თეთრი ფერის, ფონი კი წითე­ლის. Ⴀმ შემთხვევაში მივიღებთ შემდეგს:
Ⴇუ კი ნიშანს შემოვფარგლავთ თეთრი ფერის წრით, ნიშანი გამოვა უფრო ლამაზი და მკაფიო.
Ⴀხლა გამოსარკვევია ვერტიკალურ სტაბილიზატორ­ზე მოსათავსებელი ნიშანი. Ⴑახელმწიფოების უმეტე­სობას ამისათვის გამოყენებული აქვთ დროშების სუ­რათები. Ⴙვენც შეგვიძლიან გავაკეთოდ ასევე.
Ⴕვემოთ წარმოდგენილია Ⴑაქართველოს Ⴑაჰაერო Ⴛალების ახალი განმასხვავებელი ნიშნების შესაძლო ვარიანტები.
Ⴙემის აზრით, საუკეთესოა ბოლო ვარიანტი — ორი­გინალურია, არცერთ სახელმწიფოს ნიშანს არა ჰგავს და ამავე დროს სუფთა ქართულია.