Ⴂადაიტვირტეთ აქედან და დააყენეთ Ⴇქვენს კომპიუტერზე კლავიატურის გაწყობა ასომთავრულ–მხედრული ასოების დასაბეჭდად: https://yadi.sk/d/Xi2kMHpLkKC9T. Ⴂადაიტვირთეთ აქედან შრიფტები და დააყენეთ Ⴇქვენს კომპიუტერზე: https://yadi.sk/d/JF-vzB4wkKCFj. Ⴒექსტში გამოჩნდება ასომთავრული და ნუსხური ასოები. Ⴈხმარეთ წერის დროს ასომთავრულები ორთოგრაფიული დანიშნულებით — ახალი წინადადების დასაწყისში, საკუთარ და პირად სახელებში, აბრევიატურებში.

არჩილის მიერ მოსკოვში გამოცემული „დავითნი“ (1705 წ.)

0 коммент.

Ⴇამაზ Ⴋჭედლიძე. Ⴎირველნაბეჭდი ქართული წიგნები. —
Ⴔულდა, 2013 — 200 გვ. — 241 ილ., 10 ტაბ.
Ⴀრჩილის მიერ Ⴋოსკოვში გამოცემული „Ⴃავითნი“ (1705 წ.).
 — Ⴂვ. 34.

Ⴀრჩილის მიერ Ⴋოსკოვში გამოცემული
„Ⴃავითნი“ (1705 წ.)

Ⴋე-17 ს. 80-ან წლებში მეფე Ⴀრჩილ II Ⴀმსტერდამის ბურგომისტრს Ⴌიკოლა Ⴅიტცენის მეშვეობით დაუკავშირდა Ⴠოლანდიაში მოღვაწე ასოთმქანდაკებელს Ⴋიკლოშ Ⴒოტფალუშ Ⴉიშს, რომელსაც შეუკვეთა ქართული სასტამბო შრიფტის დამზადება. Ⴀრჩილის მიერ შედგენილი ქართული ასოების ნიმუშების გამოყენებით 1687 წელს Ⴋიკლოშ Ⴉიშმა ჩამოასხა ახალი ქართული შრიფტი, რომელიც შეიცავდა ასომთავრულ, ნუსხურ და მხედრულ ასოებს. Ⴀმ შრიფტით 1705 წ. Ⴋოსკოვის სინოდის სტამბაში მოწყობილ ქართულ წიგნთსაბეჭდავში Ⴀრჩილმა დაბეჭდა „Ⴃავითნი“.
 
Ⴃავითნი. Ⴋოსკოვი. 1705

Ⴀრჩილის მიერ Ⴋოსკოვში გამოცემული
„Ⴃავითნი“ (1705 წ.)

Ⴃასახელება
Ⴀდგილი
Ⴜელი
Ⴘრიფტი
1
Ⴃავითნი
Ⴋოსკოვი
1705
Ⴋთ./ Ⴋხ.



რომში გამოცემული ქართული წიგნები (1629-1797 წწ.)

0 коммент.

Ⴇამაზ Ⴋჭედლიძე. Ⴎირველნაბეჭდი ქართული წიგნები. —
Ⴔულდა, 2013 — 200 გვ. — 241 ილ., 10 ტაბ.
Ⴐომში გამოცემული წიგნები (1629-1797 წწ.). — Ⴂვ. 19-33.

Ⴂაგრძელება! Ⴃასაწყისი წინა ორ ჩანაწერში!

Ⴐომში გამოცემული წიგნები (1629-1797 წწ.)

Ⴎირველი ქართული ნაბეჭდი წიგნი გამოიცა Ⴐომში 1629 წელს Ⴅატიკანის Propaganda Fide-ს მიერ. „Ⴕართულ-იტალიური ლექსიკონის“ ავტორები არიან Ⴑტეფანო Ⴎაოლინი და Ⴌიკიფორე Ⴈრბახი (Ⴌიკოლოზ Ⴈრუბაქიძე-Ⴙოლოყაშვილი). Ⴀმავე წელს დაიბეჭდა „Ⴕართული ანბანი ლოცვებითურთ“. 1643 წელს კი აქვე დაიბეჭდა Ⴔრანცისკო-Ⴋარია Ⴋაჯიოს „Ⴕართული გრამატიკა“. Ⴔ.-Ⴋ. Ⴋაჯიო Ⴐომის Ⴎაპის დავალებით შვიდი წლის განმავლობაში იმყოფებოდა Ⴑაქართველოში ქართული ენის, დამწერლობის და გრამატიკის შესასწავლად. Ⴀმ წიგნის მეორე გამოცემა გამოვიდა 1670 წ.
Ⴎირველი ქართული ნაბეჭდი წიგნი:
Ⴑტეფანო Ⴎაოლინი, Ⴌიკიფორე Ⴈრბახი.
Ⴕართულ-იტალიური ლექსიკონი. Ⴐომი, 1629 წ.
Ⴋხედრული ასოების ელემენტების მოხაზვის
თანმიმდევრობა და მიმართულება.
Ⴕართულ-იტალიური ლექსიკონი. Ⴐომი, 1629
Ⴕართული ანბანი ლოცვებითურთ. Ⴐომი, 1629
Ⴔრანცისკო-Ⴋარია Ⴋაჯიო.
Ⴕართული გრამატიკა. Ⴐომი, 1670 წ.
Ⴔრანცისკო-Ⴋარია Ⴋაჯიო.
Ⴕართული გრამატიკა. Ⴐომი, 1670 წ.
Ⴑაქრისტიანო მოძღუარება. Ⴐომი, 1797 წ.
  
Ⴐომში გამოცემული წიგნები (1629–1797 წწ.)

Ⴃასახელება
Ⴜელი
Ⴘრიფტი
1
Ⴕართულ-იტალიური ლექსიკონი
1629
Ⴋთ./ Ⴋხ.
2
Ⴕართული ანბანი ლოცვებითურთ
1629
Ⴋთ./ Ⴋხ.
3
Ⴔრანცისკო-Ⴋარია Ⴋაჯიო.
Ⴕართული გრამატიკა
1643
Ⴋთ./ Ⴋხ.
4
Ⴔრანცისკო-Ⴋარია Ⴋაჯიო.
Ⴕართული გრამატიკა
1670
Ⴋთ./ Ⴋხ.
5
Ⴑაქრისტიან მოძღუარება,
მოკლედ დარიგებული
მარტჳლთათჳს
1741
Ⴋთ./Ⴋხ.
6
Ⴑაქრისტიან მოძღუარება.
Ⴋე-2 გამოცემა
1797-1800
Ⴋთ./Ⴋხ.


Ⴂაგრძელება მომდევნო ჩანაწერში!