Ⴂადაიტვირტეთ აქედან და დააყენეთ Ⴇქვენს კომპიუტერზე კლავიატურის გაწყობა ასომთავრულ–მხედრული ასოების დასაბეჭდად: https://yadi.sk/d/Xi2kMHpLkKC9T. Ⴂადაიტვირთეთ აქედან შრიფტები და დააყენეთ Ⴇქვენს კომპიუტერზე: https://yadi.sk/d/JF-vzB4wkKCFj. Ⴒექსტში გამოჩნდება ასომთავრული და ნუსხური ასოები. Ⴈხმარეთ წერის დროს ასომთავრულები ორთოგრაფიული დანიშნულებით — ახალი წინადადების დასაწყისში, საკუთარ და პირად სახელებში, აბრევიატურებში.

რომში გამოცემული ქართული წიგნები (1629-1797 წწ.)

Ⴇამაზ Ⴋჭედლიძე. Ⴎირველნაბეჭდი ქართული წიგნები. —
Ⴔულდა, 2013 — 200 გვ. — 241 ილ., 10 ტაბ.
Ⴐომში გამოცემული წიგნები (1629-1797 წწ.). — Ⴂვ. 19-33.

Ⴂაგრძელება! Ⴃასაწყისი წინა ორ ჩანაწერში!

Ⴐომში გამოცემული წიგნები (1629-1797 წწ.)

Ⴎირველი ქართული ნაბეჭდი წიგნი გამოიცა Ⴐომში 1629 წელს Ⴅატიკანის Propaganda Fide-ს მიერ. „Ⴕართულ-იტალიური ლექსიკონის“ ავტორები არიან Ⴑტეფანო Ⴎაოლინი და Ⴌიკიფორე Ⴈრბახი (Ⴌიკოლოზ Ⴈრუბაქიძე-Ⴙოლოყაშვილი). Ⴀმავე წელს დაიბეჭდა „Ⴕართული ანბანი ლოცვებითურთ“. 1643 წელს კი აქვე დაიბეჭდა Ⴔრანცისკო-Ⴋარია Ⴋაჯიოს „Ⴕართული გრამატიკა“. Ⴔ.-Ⴋ. Ⴋაჯიო Ⴐომის Ⴎაპის დავალებით შვიდი წლის განმავლობაში იმყოფებოდა Ⴑაქართველოში ქართული ენის, დამწერლობის და გრამატიკის შესასწავლად. Ⴀმ წიგნის მეორე გამოცემა გამოვიდა 1670 წ.
Ⴎირველი ქართული ნაბეჭდი წიგნი:
Ⴑტეფანო Ⴎაოლინი, Ⴌიკიფორე Ⴈრბახი.
Ⴕართულ-იტალიური ლექსიკონი. Ⴐომი, 1629 წ.
Ⴋხედრული ასოების ელემენტების მოხაზვის
თანმიმდევრობა და მიმართულება.
Ⴕართულ-იტალიური ლექსიკონი. Ⴐომი, 1629
Ⴕართული ანბანი ლოცვებითურთ. Ⴐომი, 1629
Ⴔრანცისკო-Ⴋარია Ⴋაჯიო.
Ⴕართული გრამატიკა. Ⴐომი, 1670 წ.
Ⴔრანცისკო-Ⴋარია Ⴋაჯიო.
Ⴕართული გრამატიკა. Ⴐომი, 1670 წ.
Ⴑაქრისტიანო მოძღუარება. Ⴐომი, 1797 წ.
  
Ⴐომში გამოცემული წიგნები (1629–1797 წწ.)

Ⴃასახელება
Ⴜელი
Ⴘრიფტი
1
Ⴕართულ-იტალიური ლექსიკონი
1629
Ⴋთ./ Ⴋხ.
2
Ⴕართული ანბანი ლოცვებითურთ
1629
Ⴋთ./ Ⴋხ.
3
Ⴔრანცისკო-Ⴋარია Ⴋაჯიო.
Ⴕართული გრამატიკა
1643
Ⴋთ./ Ⴋხ.
4
Ⴔრანცისკო-Ⴋარია Ⴋაჯიო.
Ⴕართული გრამატიკა
1670
Ⴋთ./ Ⴋხ.
5
Ⴑაქრისტიან მოძღუარება,
მოკლედ დარიგებული
მარტჳლთათჳს
1741
Ⴋთ./Ⴋხ.
6
Ⴑაქრისტიან მოძღუარება.
Ⴋე-2 გამოცემა
1797-1800
Ⴋთ./Ⴋხ.


Ⴂაგრძელება მომდევნო ჩანაწერში!

0 коммент.:

Отправить комментарий