Ⴂადაიტვირტეთ აქედან და დააყენეთ Ⴇქვენს კომპიუტერზე კლავიატურის გაწყობა ასომთავრულ–მხედრული ასოების დასაბეჭდად: https://yadi.sk/d/Xi2kMHpLkKC9T. Ⴂადაიტვირთეთ აქედან შრიფტები და დააყენეთ Ⴇქვენს კომპიუტერზე: https://yadi.sk/d/JF-vzB4wkKCFj. Ⴒექსტში გამოჩნდება ასომთავრული და ნუსხური ასოები. Ⴈხმარეთ წერის დროს ასომთავრულები ორთოგრაფიული დანიშნულებით — ახალი წინადადების დასაწყისში, საკუთარ და პირად სახელებში, აბრევიატურებში.

Ⴀსომთავრულების ხმარება ორთოგრაფიული დანიშნულებით

0 коммент.

Ⴀსომთავრულების ხმარება ორთოგრაფიული დანიშნულებით: წინადადების პირველი სიტყვის პირველი ასო, საკუთარი და პირადი სახელების პირველი ასო, აბრევიატურები.
Ⴀსეთი წესი მოქმედებს „ევროპულ“ დამწერლობებში და ქართულშიც ფართოდ იყო ხმარებაში მე-19 ს. 60-ან წლებამდე. 1866 წ. ახლად დაარსებულმა გაზეთმა „Ⴃროებამ“ დანერგა უმთავრულო ტექსტის ხმარების წესი, რომელიც მე–20 საუკუნის განმავლობაში იქცა ერთადერთ მისაღებ წესად ქართული წერისათვის. Ⴘედეგად, ქართულმა დამწერლობამ დაკარგა მოქნილობა და ძალა.
Ⴓნდა ითქვას, რომ ასომთავრულის ხმარება ორთოგრაფიული დანიშნულებით მთლად არ შეწყვეტილა. Ⴈგი გრძელდებოდა მომდევნო ათწლეულებშიც, მე-20 საუკუნეშიც და 21 საუკუნეშიც გრძელდება.
Ⴀქ მომყავს ასომთავრულის ორთოგრაფიული წესით ხმარების ზოგიერთი მაგალითი 1866 წლამდე:
Ⴀქ კი ასომთავრულის ორთოგრაფიული წესით ხმარების ზოგიერთი მაგალითი 1866 წლის შემ­დეგ:
  
Ⴋე მგონია, ასომთავრულების ხმარების დანერგვა თანამედროვე ქართველებში შეიძლება არა ზემოდან, როდესაც ვიღაცა გასცემს ბრძანებას და ნებართვას (მითუმეტეს, რომ ამ ბრძანების გამცემელი არსად არ მოჩანს), არამედ ქვემოდან. Ⴇვითოეულმა ადამიანმა თავისთვის უნდა გადაწყვიტოს ეს საკითხი და დაიწყოს ხმარება ამ ასოების. Ⴀმისათვის ამჟამად არის ყველა პირობა:
1. Ⴉომპიუტერი, რომლითაც შეიძლება ნებისმიერი ტექსტის აკრება;
2. Ⴈნტერნეტი, რომლითაც შეიძლება ნებისმიერი ტექსტის გავრცელება;
3. Ⴑრული საშრიფტო გარნიტურები (ასომთავრულ-ნუსხურ-მხედრული ასოებით). Ⴈხილეთ აქ: და აქ:
4. Ⴑამი სახის კლავიატურის გაწყობა, რომლითაც შეიძლება ნებისმიერი ტექსტის აწყობა, და რომლებიც დააკმაყოფილებს ნებისმიერ ადამიანს. Ⴈხილეთ აქ:, აქ: და აქ:
6. Ⴀსომთავრულების ხმარების პრობლემისადმი მიძღვნილი დაახლოვებით 34 ელექტრონული წიგნი მათთვის, ვინც მოისურვებს დეტალურად გაეცნოს ამ საკითხს. Ⴈხილეთ მარჯვენა მწვანე სვეტში სახელწოდებით Ⴙემი წიგნები“.
7. Ⴋათთვის, ვინც მოისურვებს ასომთავრულ-მხედრული ასოებით აწყობილ 17 ელექტრონული წიგნის ნახვას — იხილეთ მარჯვენა მწვანე სვეტში სახელწოდებით „Ⴙემს მიერ დაკაბადონებული წიგნები“.
Ⴄრთი სიტყვით, ამ ასოების ხმარებისთვის არის ყველა პირობა, რაც ჯერ კიდევ რამოდენიმე წლის წინ არ იყო. Ⴄრთად ერთი, რაც არის საჭირო, თვითოეული ადამიენის სურვილი.
Ⴀმბობენ, რომ ქართველები არიან კრეატიულებიო და ადვილად ით­ვისებენო ახალს და არნახულს. Ⴘეიძლება ეს ასეა, მაგრამ ერთი პირობით — მათ უნდათ ნათელი მაგალითი, რომელსაც მიბაძავენ.
Ⴐოდესაც ხალხის დიდი რაოდენობა მუდმივ ხმარებაში შემოიღებს ამ ასოებს, მათი დანერგვა ოფიციალურ დონეზე აღარ წარმოადგენს არავითარ პრობლემას. Ⴙემი აზრით, ასომთავრულების დანერგვა მისცემს მძლავრ ბიძგს Ⴑაქართველოს განვითარების ყველა მხარეს.
Ⴋთლიანად წერილი PDF-ფორმატში იხილეთ აქ: