Ⴇამაზ Ⴋჭედლიძე. Ⴑრული შრიფტები. — 2015
0 коммент.
Ⴇამაზ
Ⴋჭედლიძე. Ⴑრული შრიფტები. — 2015. — 292 გვ. — 423 ილ., ტაბ.
Ⴜიგნში ნაჩვენებია სრული
ქართული შრიფტები, რომლებშიც არის სამივე სახის ასოები: ასომთავრულები, ნუსხურები
და მხედრულები. Ⴀგრეთვე ნაჩვენებია ამავე შრიფტებისგან შემდგარი მრავალრიცხოვანი ტაბულები.
Ⴒექსტი გამართულია მთავრული ასოებით, რომლებითაც იწყება წერტილის შემდეგ ახალი წინადადება
და აგრეთვე პირადი და საკუთარი სახელები. Ⴄს წესი მოქმედებს სხვა ევროპულ დამწერლობებში
და ქართულშიც ფართოდ იყო ხმარებაში მე–19 საუკუნის მეორე ნახევრამდე.Ⴜიგნის ნახვა და გადატვირთვა აქედან:
Автор: Tamaz Mchedlidze на суббота, апреля 18, 2015
Ⴑაქართველოს გერბი
0 коммент.
Ⴈხილეთ აქ:
Ⴑაქართველოს ამჟამინდელი გერბი წარმოადგენს Ⴁარატიონების საგვარეულო გერბის ოდნავ გადაკეთებულ ვარიანტს. Ⴁაგრატიონების გერბის სურათი ამ სახით შექმნილია მე-16-18 საუკუნეებში შუასაუკუნოვან დასავლეთევროპულ რაინდულ ჰერალდიკის წამბაძველობით. Ⴋე მგონია, ჩვენ არაფერი გვესაქმება შუასაუკუნოვან დასავლეთევროპულ რაინდულ ჰერალდიკასთან. Ⴙვენ ხომ ბიზანტიელები ვართ და ბიზანტიელებზე უფრო ადრინდელებიც და ძველებიც. Ⴔაქტიურად, შუასაუკუნოვანი რაინდული ჰერალდიკის გარდა ამჟამად არსებობს სხვა მრავალი სახის ჰერალდიკა, და ის დასავლეთევროპული ჰერალდიკის მკაცრი კანონები უკვე აღარ მოქმედებენ თვით Ⴄვროპაშიც კი.
Ⴑაქართველოს ამჟამინდელი გერბი წარმოადგენს Ⴁარატიონების საგვარეულო გერბის ოდნავ გადაკეთებულ ვარიანტს. Ⴁაგრატიონების გერბის სურათი ამ სახით შექმნილია მე-16-18 საუკუნეებში შუასაუკუნოვან დასავლეთევროპულ რაინდულ ჰერალდიკის წამბაძველობით. Ⴋე მგონია, ჩვენ არაფერი გვესაქმება შუასაუკუნოვან დასავლეთევროპულ რაინდულ ჰერალდიკასთან. Ⴙვენ ხომ ბიზანტიელები ვართ და ბიზანტიელებზე უფრო ადრინდელებიც და ძველებიც. Ⴔაქტიურად, შუასაუკუნოვანი რაინდული ჰერალდიკის გარდა ამჟამად არსებობს სხვა მრავალი სახის ჰერალდიკა, და ის დასავლეთევროპული ჰერალდიკის მკაცრი კანონები უკვე აღარ მოქმედებენ თვით Ⴄვროპაშიც კი.
Ⴇურქეთს, მაგალითად, არ გააჩნდა არასოდეს არავითარი ჰერალდიკა, მაგრამ მას
აქვს კარგი და ლაკონიური დროშა და გერბი. Ⴀნდა, Ⴀმერიკას
გერბი საერთოდ არა აქვს. Ⴋის როლს ასრულებს ე. წ. Ⴃიდი Ⴑახელმწიფო
Ⴁეჭედი, რომელიც შექმნილია თავისი შიდაამერიკული ისტორიული
ტრადიციების გათვალისწინებით და არა შუასაუკუნოვან დასავლეთევროპული
რაინდული ჰერალდიკის კანონებით.
Ⴕვემოთ ნაჩვენებია თანამედროვე
Ⴑაქართველოს გერბის შექმნის თანმიმდევრული ეტაპები. Ⴐოგორც ჩანს, დაიწყეს ძიება Ⴁაგრატიონების
საგვარეულო გერბის
ტრადიციულ სურათიდან და დაამთავრეს ფარის ხუთ სურათიდან ერთის გამოსახვით.
Ⴂერბის სურათის ბოლო ვარიანტი
კარგია და ლამაზი. Ⴋაგრამ იგი არ შეესაბამება სინამდვილეს. Ⴎირველი ის, რომ გვირგვინი მიაუთითებს
მონარქიულ წყობაზე. Ⴇანამედროვე Ⴑაქართველო არ არის მონარქია
და, ალბათ, აღარასოდეს
არ იქნება მომავალში. Ⴔარი შესრულებულია შუასაუკუნოვან დასავლეთევროპულ რაინდულ ტრადიციებში. Ⴙვენი ტრადიციების
თანახმად კი
ფარი უნდა იყოს მრგვალი. Ⴊომს ჩვენს ისტორიასთან არანაირი კავშირი არა აქვს. Ⴕართულ გერბში ყოველგვარი წარწერა ზედმეტია. Ⴂერბი უნდა იყოს ლაკონიური და ყველაფრისმთქმელი უსიტყვოდ. Ⴜმინდა Ⴂიორგის
გამოსახულება კარგია, მაგრამ უნდა ვაღიაროთ, რომ იგი არ არის ჩვენი ერთპიროვნული კუთვნილება. Ⴋართალია, ჩვენს ქვეყანას უცხოელები უძახიან Georgia-ს, მაგრამ ეს სახელწოდება გამომდინარეობს
ძველ-ბერძნულიდან Γεώργιος, რაც ნიშნავს — «მიწათმოქმედი». Ⴀნუ
ბერძნები Ⴑა-ქართველოს უწოდებდნენ «მიწათმოქმედთა ქვეყანას». Ⴃა ეს იყო ქრისტიანობის
წარმოშობამდე გაცილებით ადრე.
Ⴍრიგინალური გერბის სურათის
შესაქმნელად სასურველია გამოვიყენოთ ჩვენი ერთპიროვნული სიმბოლოები. Ⴂარდა ამისა, გერბი
უნდა იყოს მარტივი
და ლაკონიური. Ⴕვემოთ მოყვანილია ასეთი გერბების მაგალითები.
Ⴋიმაჩნია, რომ Ⴑაქართველოს
ახალი გერბის მთავარ ელემენტად უნდა იყოს
გარკვეულ წესით დალაგებული ქართული ანბანი (ასომთავრული). Ⴔარი, რომელზედაც გამოსახულია ანბანი, უნდა იყოს სუფთა ქართული, ანუ მრგვალი.
Ⴐატომ მაინც და მაინც ანბანი?
Ⴈმიტომ, რომ ჩვენი ანბანი არის სუფთა ქართული ცნება, და ამავე დროს, უძველესი. Ⴎორტუგალიის გერბზე გამოსახულია
ძველი სანავიგაციო ხელსაწყო. Ⴎორტუგალიელები სამართლიანად ამაყობენ მე-16 საუკუნის Ⴃიდი Ⴂეოგრაფიული Ⴀღმოჩენებებით, რომლებშიც მათ
მიუძღვით დიდი წვლილი. Ⴙვენი ერთპიროვნული
კუთვნილება (სარწმუნოებრივი
სიმბოლიკისაგან განსხვავებით)
და დიდი სიამაყეა ქართული
Ⴀსომთავრული. Ⴋას თავისი სიდიადით
ვერაფერი ვერ შეედრება. Ⴀბა სად სანავიგაციო ხელსაწყო (თუნდაც ძალიან ჭკვიანური) და სად ანბანი.
Ⴀქედან გამომდინარე, შევეცადე
გამეკეთებინა ქართული მრგვალი (ხევსურული) ფარი და შუაგულში მოთავსებული ანბანური მწკრივი.
Ⴟერ-ჯერობით გერბის შეცვლისთვის
არავის არ სცალიან — არის მრავალი სხვა პრობლემა. Ⴋაგრამ, ალბათ დადგება დრო, როდესაც
ეს საკითხი დადგება
დღის წესრიგში. Ⴑწორედ იმ დროისთვის არის განკუთვნილი ეს მასალა.
Автор: Tamaz Mchedlidze на среда, апреля 15, 2015
Ⴈმერეთის მეფის Ⴑოლომონის საბეჭდავი ბეჭედი
0 коммент.Автор: Tamaz Mchedlidze на среда, апреля 01, 2015
Подписаться на:
Сообщения (Atom)