Ⴛვ.წ. მე-4 საუკუნეში Ⴑაქართველო გაერთიანდა ერთ სახელმწიფოდ. Ⴛვ. წ. 303 წ. Ⴔარნავაზის მიერ მეფის ტიტულის მიღების შემდეგ საფუძველი ჩაეყარა პოლიტიკურად დამოუკიდებელ ქართულ ეროვნულ სახელმწიფოს. Ⴋრავალ რეფორმებთან ერთად Ⴔარნავაზმა განახორციელა ზოგადსახელმწიფოებრივი მნიშვნელობის რეფორმებიც. Ⴉერძოდ, ძვ. წ. 284 წელს შემოღებულ იქნა მზის უძრავი წელიწადის სრულიად სახელმწიფო ერთიანი კალენდარი და ეროვნული ქართული წელთაღრიცხვა (შეიქმნა კი კალენდარი ძვ. წ. 540 წელს). Ⴘემოღებულ იქნა სახელმწიფო ქართული ენა, სრულიად სახელმწიფო ქართული დამწერლობა და საფუძველი ჩაეყარა ქართულ მწიგნობრობას (დამწერლობის შექმნის თარიღია ძვ. წ. 540 წელი).
Ⴕართული ეროვნული წელთაღრიცხვის სისტემის ამოსავალი წერტილია Ⴈბერიის სამეფოში Ⴔარნავაზ მეფის მიერ სრულიად სახელმწიფო ქართული დამწერლობის შემოღების თარიღი — ძვ. წ. 284 წ. Ⴀნუ, Ⴕრისტეშობის წელი უდრის 284 წელს ქართული ანბანის შემოღებიდან. Ⴕრისტეშობიდან 2016 წლის 19 აგვისტოს დაიწყო Ⴈბერიული (ქართული) წელთაღრიცხვის ახალი XXIV (24–ე) საუკუნე, ანუ 2300 წელი! Ⴘესაბამისად, Ⴕრისტეშობიდან 2022 წლის 19 აგვისტოს დაიწყება 2306 წელი ქართული ანბანის შემოღებიდან!
Подписаться на:
Комментарии к сообщению (Atom)
0 коммент.:
Отправить комментарий