Ⴐაც შეეხება ქართული ტექსტის
აკრეფას ინგლისური ასოებით. Ⴀქ საქმე, ალბათ, გვაქვს ე. წ. „ჯაჭვურ რეაქციასთან“.
Ⴐაც უფრო მეტი ხალხი სწერს არაქართული ასოებით, მით უფრო მეტ ხალხს უჩნდება იგივეს
გამეორების სურვილი. Ⴚუდი მაგალითი გადამდებია!
Ⴀრ ვიცი, როგორ კლავიატურას
ხმარობენ Ⴑაქართველოში. Ⴋე რატომღაც მგონია, რომ ინგლისურს.
Ⴀრალათინურ
დამწერლობა მქონე ქვეყნებში (Ⴐუსეთი, Ⴓკრაინა, Ⴈსრაელი, Ⴈრანი, Ⴈნდოეთი და ა. შ.)
ეს საკითხი მოგვარებულია უკვე დიდი ხანია. Ⴀმ ქვეყნებში ნებისმიერ კლავიატურაზე
ინგლისურ ასოებთან ერთად გამოსახულია ადგილობრივი ასოები.
Ⴑაქართველოშიც უნდა იყოს ასე.
Ⴋათთვის,
ვისაც კლავიშებზე არ გააჩნია ქართული ასოები, ვათავსებ კლავიატურის ქართულასოებიან
გამოსახულებას.
Ⴅისთვისაც
ასომთავრული მოუხერხებელია, არის მეორე სურათი ორხაზოვანი მხედრული ასოებით.
Ⴅინც
ხმარობს კლავიატურის სხვა გაწყობას, მათთვის მომყავს მისამართები, სადაც შეიძლება
კლავიშებზე მისაწებებელი ქართული ასოების შეძენა:
Ⴅისაც
არა აქვს ყიდვის სურვილი, შეუძლიათ თვითონვე გააკეთონ მისაწებებელი ასოები. Ⴀკრიფეთ
ქართული ასოები, დაბეჭდეთ პრინტერზე, ზევიდან დააწებეთ გამჭვირვალე „სკოტჩი“,
გამოსჭერით ასოები და შემდეგ დააწებეთ კლავიშებზე.