Ⴇამაზ Ⴋჭედლიძე. Ⴀღდგენილი ქართული
ანბანი. —
Ⴔულდა, 2013 — 148 გვ. — 240 ილ., 43 ტაბ.
Ⴕართული ანბანის სხვადასხვა სახის ასოები. — Ⴂვ. 56-78.
Ⴕართული ანბანის
სხვადასხვა სახის ასოები
Ⴕართული ანბანის ასოების ნაირსახეობა წარმოდგენილია ამ თავში სხვადასხვა სახის ტაბულებში. Ⴗოველი სახის ტაბულაში მოთავსებულია მთავრულ–მცირე მთავრული, მთავრულ–ნუსხური და მთავრულ–მხედრული ასოები.
Ⴋხატვრულად გაფორმებულ ტაბულებში მოთავსებულია ასოები მათი სახელწოდების ამსახველი სიტყვებით, და აგრეთვე ციფრების ბევრის, ბევრის-ბევრის, უშქარის, უშტის და უშტის უშტის გამომხატველი ასოებით.
Ⴂაგრძელება
მომდევნო ჩანაწერში!
|
ქართული ანბანის მხატვრული ტაბულები
0 коммент.Автор: Tamaz Mchedlidze на пятница, июня 07, 2013
ქართული სასტამბო ასოების არსი
0 коммент.
Ⴇამაზ Ⴋჭედლიძე. Ⴀღდგენილი ქართული
ანბანი. —
Ⴔულდა, 2013 — 148 გვ. — 240 ილ., 43 ტაბ.
Ⴀსომთავრული და ნუსხურის
აღდგენა. — Ⴂვ. 16-51.
Ⴂაგრძელება!
Ⴃასაწყისი წინა ორ ჩანაწერში!
Ⴕართული
სასტამბო ასოების არსი
და მათი იდენტურობა ლათინურ ასოებთან
Ⴕართულ საშრიფტო გარნიტურში, ისევე როგორც სხვა ევროპული
ანბანების გარნიტურებში, არის ოთხი სახის ასო:- Ⴋთავრული;
- Ⴋცირე მთავრული;
- Ⴌუსხური;
- Ⴋხედრული.
Ⴀმ თვისებით ქართული შრიფტი არაფრით
არ განსხვავდება სხვა ევროპულ (ბერძნულ, ლათინურ,
სომხურ, სლავურ) ანბანების შრიფტებისგან.
Ⴟიუტად იმის მტკიცება, რომ, თითქოსდა,
თანამედროვე ქართულ ანბანში არის მხოლოდ ერთი სახის ასოები, რბილად რომ ვთქვათ, არ
შეესაბამება სინამდვილეს. Ⴈს ფაქტი, რომ 145 წლის წინათ დანერგეს უმთავრულო ტექსტის
ხმარება და ხუთი ასო ამოიღეს ხმარებიდან, სულაც არ ნიშნავს ახალი ქართული ანბანის შექმნას
და ხუთი ასოს გაუქმებას. Ⴕართული ანბანი როგორიც იყო, დარჩა ისეთივე — არც მეტი, არც
ნაკლები. Ⴋასში დარჩა ქართული დამწერლობის ყველა სახის ასო და ის ხუთი, თითქოსდა გაუქმებული
ასო.
Ⴄრთად ერთი, რაც მოხდა ამ გაუაზრებელი
რეფორმების შედეგად, არის ის, რომ ჩვენ გავიხადეთ თავი დასაცინად ამ ხელნაწერი სწრაფწერული
ასოების ხმარებით. Ⴀსეთ ასოებს სხვა დამწერლობებში ხმარობენ ხელით წერის დროს. Ⴌაბეჭდ
ტექსტში კი ასეთი ასოები იხმარება იშვიათად „კურსივის“ სახით.
Ⴀმას დაუმატოთ კიდევ ის, რომ თანამედროვე
ქართველობა ძირფესვიანად მოსწყდა თავის წარსულს — გარდა თითო-ოროლა მეცნიერისა, არავის
არ შეუძლიან მთავრულ-ნუსხური ტექსტის წაკითხვა. Ⴜაკითხვას ვინღა ჩივის, ვერც კი სცნობენ,
რომ ქართულია.
Ⴀმბობენ, რომ ყველაფერი იწყება
სიტყვებიდანო. Ⴐა სიტყვებსაც (ტერმინებს) ვხმარობთ, ისედაც ვიქცევით. Ⴀქედან გამომდინარე,
ერთხელ და სამუდამოდ უნდა ამოვიღოთ ხმარებიდან შემდეგი სიტყვები:
- Ⴀხალი ქართული ანბანი. Ⴀხალი ქართული ანბანი არ არსებობს. Ⴈს, რაც დღეს იხმარება, არის ძველის–ძველი ანბანის ძალიან მცირე, შეკვეცილი ნაწილი.
- Ⴛველი ქართული ანბანი. Ⴑიტყვა ძველი გულისხმობს იმას, რომ არსებობს აგრეთვე ახალი. Ⴇუ ახალი არ არსებობს, ძველის ხმარება არის უაზრობა.
- Ⴛველი ქართული დამწერლობა. Ⴇანამედროვე ქართული დამწერლობა. Ⴓაზრობაა! Ⴃამწერლობა არის ერთი — „ქართული დამწერლობა“.
- Ⴀსომთავრული დამწერლობა. Ⴌუსხური დამწერლობა. Ⴋხედრული დამწერლობა. Ⴃამწერლობა არის ერთი — „ქართული დამწერლობა“.
- Ⴀსომთავრული ანბანი. Ⴌუსხური ანბანი. Ⴋხედრული ანბანი. Ⴀნბანი არის ერთი — „ქართული ანბანი“.
- Ⴇანამედროვე მხედრული. Ⴓაზრობაა! Ⴋხედრული არის „მხედრული“, მორჩა და გათავდა.
- Ⴋხედრული მთავრული ასოები. Ⴄს არის განსაკუთრებული უაზრობა, ისეთივე, როგორიც, მაგალითად, „ცხელი ცივი“, „ნათელი ბნელი“. Ⴇუ ცხელია, ამავე დროს ვერ იქნება ცივი. Ⴇუ მხედრულია, რაც არ უნდა ატრიალო, გინდა ყირაზე დააყენე, მთავრული ვერ გახდება.
Ⴒერმინ
„მხედრული მთავრულის“ ხმარებაში განსაკუთრებულ
სიჯიუტეს იჩენს შრიფტის ზოგიერთი „სპეციალისტი“ (სხვათა შორის, მიმაჩნია, რომ შრიფტის
ქართველი სპეციალოისტები დღეს დღეობით არ არიან). Ⴑაკითხავია, თუ „მხედრული მთავრული“ ასოები არსებობენ,
რატომ არ ხმარობენ მათ? Ⴀრ ხმარობენ იმიტომ, რომ ამ ცრუმთავრული ასოების ხმარება
შიგ ტექსტში არის შეუძლებელი.
Ⴑხვათა
შორის, ე. წ. „მხედრული მთავრულების“
შემქმნელები (მე-19 ს. 60–ან წლებში) ამ ასოებს უწოდებდნენ „სატიტულოს“ ან
„სასათაუროს“. Ⴀლბათ მიხვდნენ, რა შეცდომა დაუშვეს ამ ასოების შექმნით, მაგრამ
უკან დახევის შნო აღარ ეყოთ. Ⴃა როგორც შედეგი, თავს მოგვახვიეს ეს სიმახინჯე.
Ⴀღსანიშნავია, რომ მაშინდელი საზოგადობრიობა ეწინააღმდეგებოდა ცრუმთავრული ასოების
დანერგვას, მაგრამ ახალგაზრდა, ჯან–ღონით სავსე „რეფორმატორებმა“ დაჯაბნეს.
- Ⴞუცური ასოები. Ⴀმ ტერმინის დამნერგავს, ალბათ, არ ესმოდა ქართული ასოების არსი. Ⴈს იყო გარე დამკვირვებელი. Ⴃაინახა, რომ სარწმუნოებრივი წიგნები (სხვა წიგნები კი არ არსებობდა) დაწერილი იყო ნუსხური ასოებით, და გამოაცხადა, ეს ხუცების ასოებიაო. Ⴞუცებს ამ ასოების შექმნასთან არა აქვთ არავითარი კავშირი. Ⴋადლობა Ⴖმერთს, რომ ისინი ხმარობდნენ ამ ასოებს პირდაპირი, ბუნებრივი დანიშნულებით წიგნების გადაწერისას).
- Ⴋხედრულ ასოებს უწინ ხმარობდნენ მხედრები (სამხედროები), ან ერის ხალხი. Ⴈსეთივე უაზრობაა, როგორც „ხუცურის“ შემთხვევაში.
Ⴒერმინ
„მხედრულის“ წარმოშობა, ჩემის აზრით,
შემდეგია. Ⴕართული „მხედრული“ არის
ლათინური „კურსივის“ შესატყვისი
(cursus – სირბილი, დინება; cursivus – რომელიც გარბის; littera cursiva – ასო,
რომელიც გარბის (მორბენალი ასო, მხედრული ასო). Ⴒერმინით „მხედრული“ აღინიშნება არა მარტო ქართული სასტრიქონო მრგვლოვანი
ასოები, არამედ საერთოდ ნებისმიერი კურსივი, სწრაფწერა, გაკრული ხელით შესრულებული
ასო სხვა დამწერლობებში.
Ⴀქვე
შეიძლება აღინიშნოს, რომ ქართული ტერმინი „მთავრული“
არის ლათინური „კაპიტალურის“ (capitalis)
შესატყვისი (caput – თავი; capitalis – მთავარი; littera capitalis –
ასომთავრული). Ⴀმ ტერმინით გარკვეული ქართული ასოების გარდა აღინიშნება
სტრიქონზედა დიდი ასოები სხვა დამწერლობებში.
Ⴒერმინი
„მცირე მთავრული“ არის ლათინური „კაპიტელის“ შესატყვისი (caput – თავი;
caputellum – პატარა თავი). Ⴀმ სიტყვით აღინიშნება მთავრული ასოს მოხაზულობის და
ნუსხური ასოს შუატანის ზომის სასტრიქონო ასო.
- Ⴋხედრული ასოები შეიქმნა უფრო ადრე, ვიდრე ნუსხური და მთავრული. Ⴀმ გამოთქმის აბსურდულობა ჩანს შემდეგ შედარებიდან. Ⴄს იგივეა, რომ ვთქვათ: „შვილი დაიბადა უფრო ადრე, ვიდრე მისი დედა“; ანდა „ჯერ აშენდა სახლის სახურავი, მერე კი საძირკველი“.
- Ⴙვენ, ქართველებმა, შევქმენით სამი ანბანი (ბევრმა ერმა კი არცერთი). Ⴐა არის ეს? Ⴄს არის სულელური ყოყლოჩინობის ნათელი მაგალითი. Ⴀნბანი შევქმენით ერთი, მაგრამ ამ ერთში არის ოთხი (სამი კა არა) სახის ასო, რომლებიც წარმოიშვნენ დროთა განმავლობაში, ბუნებრივად, ფართო ხმარების შედეგად.
- Ⴑულ მსოფლიოში შექმნილია თოთხმეტი (14) დამწერლობა, მათ შორის ჩვენი, ქართული. Ⴍღონდ ქართულ დამწერლობაში გულისხმობენ ერთს თუ სამს, ვერ გამოვარკვიე. Ⴇუ სამს, მაშინ გამოდის, რომ არის 14 დამწერლობა, მათ შორის სამი ჩვენი. Ⴄს არის კიდევ ერთი მაგალითი პარანოჲული თვითმოყვარეობისა! Ⴋე მესმის მათი, ვინც სწერს ასეთ, ძალზე რბილად რომ ვთქვათ, უზუსტობას. Ⴈმ თოთხმეტ გენიოს ერში ვართ ჩვენც, ქართველებიო! Ⴇუ კი ამ თოთხმეტში ჩავთვლით ჩვენ სამს, გამოდის, რომ ვყოფილვართ ყველაზე გენიალურები!!!
Ⴂენიალურობაზე
რა მოგახსენოთ, მაგრამ ჩვენ (თანამედროვე ქართველებმა) ჩვენივე ხელით დავამახინჯეთ
ჩვენი შორეული წინაპრების მიერ შექმნილი უდიდესი დამწერლობა იმდენად, რომ ვეღარც
კი ვკითხულობთ ჭეშმარიტი ასოებით დაწერილ ტექსტს. Ⴂასაკვირი არის ის, რომ
ქართველების დაბეჩავების ასეთი ხერხი აზრადაც არ მოსვლიათ არც შახ Ⴀბასს, არც
Ⴐუსეთის იმპერატორ–გენერალურ მდივან–პრეზიდენტებს.
Ⴑამომავლოდ,
რომ აღარ გაიმეორონ ეს მცდარი აზრი! Ⴀმჟამად ხმარებაშია დაახლოებით 45 ორიგინალური
დამწერლობის სისტემა, რომლითაც სარგებლობს დაახლოებით 200 ენა. Ⴇუ ჩვენ ჩავთვლით
წერის ძველ სისტემებს, რომლებსაც ამჟამად არ ხმარობენ, დამწერლობების რაოდენობა
გამოვა გაცილებით მეტი.
Ⴀსეთი შესავალის შემდეგ გიჩვენებთ სხვადასხვა სახის
ქართულ ასოებს მათ ლათინურ ანალოგებთან ერთად.
Ⴕვემოთ მოყვანილ სურათებზე ნაჩვენებია სტრიქონის ხაზზე
(ლურჯი ფერით) განლაგებული ლათინური და ქართული ასოები.
Ⴂარდა ქართული ასოების ზემოთ აღნიშნულ ოთხ
სახეობასთან ერთად სურათებზე ნაჩვენებია კალიგრაფიული სასტამბო ასოები, რომლებშიც
არის ასოების მხოლოდ მთავრული და მხედრული ვარიანტები.
Ⴕართული სასტამბო ასოების სახეობები
Ⴁეჭდური
სტილის ასოები
Ⴋთავრული. Ⴋცირე მთავრული. Ⴌუსხური. Ⴋხედრული |
Ⴋთავრული |
Ⴋთავრული. Ⴋხედრული |
Ⴋთავრული |
Ⴋხედრული |
Ⴊათინური და ქართული
შრიფტების იდენტურობა
Ⴋთავრული
|
Da war einmal ein
Bauer, der hatte einen Sohn von sechzehn Jahren, der doch noch niemals in
der Stadt gewesen war. Als nun der Sohn
|
ႠႫႡႭႡႤႬ, ႰႭႫ ႤႱ ႢႠႦႨ ႢႠႫႭႢႭႬႨႪႨႠ ႨႬႢႪႨႱႸႨ.
ႱႠႵႠႰႧႥႤႪႭ ႠႫႿႭႡႨႬႤႡႱ ႸႤႵႱႮႨႰႱ
ႣႤႣႠႬႸႨ ႠႬ
ႫႠႹႠႡႪႨႱ ႣႠ ႮႠႱႲႤႰႬႠႩႨႱ ႧႠႰႢႫႠႬႸႨ.
|
Ⴋცირე მთავრული
|
Da war einmal ein
Bauer, der hatte einen Sohn von sechzehn Jahren, der doch noch niemals in der
Stadt gewesen war. Als nun der Sohn verlangte, mit dem Vater dorthin zu
|
ႠႫႡႭႡႤႬ, ႰႭႫ ႤႱ ႢႠႦႨ ႢႠႫႭႢႭႬႨႪႨႠ ႨႬႢႪႨႱႸႨ. ႱႠႵႠႰႧႥႤႪႭ ႠႫႿႭႡႨႬႤႡႱ ႸႤႵႱႮႨႰႱ ႣႤႣႠႬႸႨ ႠႬ ႫႠႹႠႡႪႨႱ ႣႠ ႮႠႱႲႤႰႬႠႩႨႱ ႧႠႰႢႫႠႬႸႨ. ႱႠႵႠႰႧႥႤႪႭႱ, ႨႱႤႥႤ ႰႭႢႭႰႺ ႫႧႤႪ ႱႠႡႽႭႧႠ
|
Ⴌუსხური
|
Da war einmal ein Bauer, der hatte einen
Sohn von sechzehn Jahren, der doch noch niemals in der Stadt gewesen war. Als
nun der Sohn verlangte, mit dem Vater dorthin zu gehen, bekam er die Erlaubnis,
und so gingen sie zusammen
|
Ⴀⴋⴁⴍⴁⴄⴌ, ⴐⴍⴋ ⴄⴑ ⴂⴀⴆⴈ ⴂⴀⴋⴍⴂⴍⴌⴈⴊⴈⴀ Ⴈⴌⴂⴊⴈⴑⴘⴈ. Ⴑⴀⴕⴀⴐⴇⴅⴄⴊⴍ
ⴀⴋⴟⴍⴁⴈⴌⴄⴁⴑ Ⴘⴄⴕⴑⴎⴈⴐⴑ ⴃⴄⴃⴀⴌⴘⴈ ⴀⴌ Ⴋⴀⴙⴀⴁⴊⴈⴑ ⴃⴀ Ⴎⴀⴑⴒⴄⴐⴌⴀⴉⴈⴑ
ⴇⴀⴐⴂⴋⴀⴌⴘⴈ. Ⴑⴀⴕⴀⴑⴐⴇⴅⴄⴊⴍⴑ, ⴈⴑⴄⴅⴄ ⴐⴍⴂⴍⴐⴚ ⴋⴇⴄⴊ Ⴑⴀⴁⴝⴍⴇⴀ.
|
Ⴋხედრული
|
Da war einmal ein Bauer, der hatte einen
Sohn von sechzehn Jahren, der doch noch niemals in der Stadt gewesen war. Als
nun der Sohn verlangte, mit dem Vater dorthin zu gehen, bekam er die Erlaubnis,
und so gingen sie zusammen
|
Ⴀმბობენ, რომ ეს გაზი გამოგონილია Ⴈნგლისში. Ⴑაქართველო ამჯობინებს Ⴘექსპირს დედანში ან Ⴋაჩაბლის
და Ⴎასტერნაკის თარგმანში. Ⴑაქართველოს, ისევე როგორც მთელ Ⴑაბჭოთა Ⴉავშირს, ესაჭიროება სხვაგვარი და
|
Ⴞელნაწერი
|
Da war einmal ein
Bauer, der hatte einen Sohn von sechzehn Jahren, der doch noch niemals in der
Stadt gewesen war. Als nun
|
Ⴀმბობენ, რომ ეს გაზი
გამოგონილია Ⴈნგლისში. Ⴑაქართველო ამჯობინებს Ⴘექსპირს
დედანში ან Ⴋაჩაბლის და
Ⴎასტერნაკის
|
Ⴑაშრიფტო გარნიტური
ႠႡႢႣႤႥႦჁႧႨႩႪႫႬჂႭႮႯႰႱႲჃႳႴႵႶႷႸႹႺႻႼႽႾჄႿჀჅ
ⴀⴁⴂⴃⴄⴅⴆⴡⴇⴈⴉⴊⴋⴌⴢⴍⴎⴏⴐⴑⴒⴣⴓⴔⴕⴖⴗⴘⴙⴚⴛⴜⴝⴞⴤⴟⴠⴥ
აბგდევზჱთიკლმნჲოპჟრსტჳუფქღყშჩცძწჭხჴჯჰჵ
1234567890-+)!?№§%:.;,/–=(
|
Ⴋცირე მთავრული
|
|||
ႠႠ
|
ႩႩ
|
ႲႲ
|
ႻႻ
|
ႡႡ
|
ႪႪ
|
ჃჃ
|
ႼႼ
|
ႢႢ
|
ႫႫ
|
ႳႳ
|
ႽႽ
|
ႣႣ
|
ႬႬ
|
ႴႴ
|
ႾႾ
|
ႤႤ
|
ჂჂ
|
ႵႵ
|
ჄჄ
|
ႥႥ
|
ႭႭ
|
ႶႶ
|
ႿႿ
|
ႦႦ
|
ႮႮ
|
ႷႷ
|
ჀჀ
|
ჁჁ
|
ႯႯ
|
ႸႸ
|
ჅჅ
|
ႧႧ
|
ႰႰ
|
ႹႹ
|
|
ႨႨ
|
ႱႱ
|
ႺႺ
|
Ⴋცირე მთავრული
|
ႠႠ, ႡႡ, ႢႢ, ႣႣ, ႤႤ, ႥႥ, ႦႦ, ჁჁ, ႧႧ, ႨႨ, ႩႩ, ႪႪ, ႫႫ, ႬႬ, ჂჂ, ႭႭ, ႮႮ, ႯႯ, ႰႰ, ႱႱ, ႲႲ, ჃჃ, ႳႳ, ႴႴ, ႵႵ, ႶႶ, ႷႷ, ႸႸ, ႹႹ, ႺႺ, ႻႻ, ႼႼ, ႽႽ, ႾႾ, ჄჄ, ႿႿ, ჀჀ, ჅჅ
ႠႫႡႭႡႤႬ, ႰႭႫ ႤႱ ႢႠႦႨ ႢႠႫႭႢႭႬႨႪႨႠ ႨႬႢႪႨႱႸႨ. ႱႠႵႠႰႧႥႤႪႭ ႠႫႿႭႡႨႬႤႡႱ ႸႤႵႱႮႨႰႱ ႣႤႣႠႬႸႨ ႠႬ ႫႠႹႠႡႪႨႱ ႣႠ ႮႠႱႲႤႰႬႠႩႨႱ ႧႠႰႢႫႠႬႸႨ. ႱႠႵႠႰႧႥႤႪႭႱ, ႨႱႤႥႤ ႰႭႢႭႰႺ ႫႧႤႪ ႱႠႡႽႭႧႠ ႩႠႥႸႨႰႱ, ႤႱႠႽႨႰႭႤႡႠ ႱႾႥႠႢႥႠႰႨ ႣႠႱႠႥႪႳႰႨ ႢႠႫႭႺႣႨႪႤႡႠ. ႱႠႵႠႰႧႥႤႪႭ, ႨႱႤႥႤ ႰႭႢႭႰႺ ႫႧႤႪႨ ႱႠႡႽႭႧႠ ႩႠႥႸႨႰႨ, ႳႬႣႠ ႨႷႭႱ
ႡႭႰႭႲႤႡႨႱႠႧႥႨႱ ႣႠႾႳႰႳႪႨ ႱႨႥႰႺႤ. ႠႨ ႰႠႲႭႫ ႢႠႦႨႱ ႢႠႫႭႷႤႬႤႡႠ ႧႡႨႪႨႱႸႨ ႨႷႭ ႫႩႥႪႤႪႭႡႠ.
|
Ⴌუსხური
|
|||
Ⴀⴀ
|
Ⴉⴉ
|
Ⴒⴒ
|
Ⴛⴛ
|
Ⴁⴁ
|
Ⴊⴊ
|
Ⴣⴣ
|
Ⴜⴜ
|
Ⴂⴂ
|
Ⴋⴋ
|
Ⴓⴓ
|
Ⴝⴝ
|
Ⴃⴃ
|
Ⴌⴌ
|
Ⴔⴔ
|
Ⴞⴞ
|
Ⴄⴄ
|
Ⴢⴢ
|
Ⴕⴕ
|
Ⴤⴤ
|
Ⴅⴅ
|
Ⴍⴍ
|
Ⴖⴖ
|
Ⴟⴟ
|
Ⴆⴆ
|
Ⴎⴎ
|
Ⴗⴗ
|
Ⴠⴠ
|
Ⴡⴡ
|
Ⴏⴏ
|
Ⴘⴘ
|
Ⴥⴥ
|
Ⴇⴇ
|
Ⴐⴐ
|
Ⴙⴙ
|
|
Ⴈⴈ
|
Ⴑⴑ
|
Ⴚⴚ
|
Ⴌუსხური
|
Ⴀⴀ, Ⴁⴁ, Ⴂⴂ, Ⴃⴃ, Ⴄⴄ, Ⴅⴅ,
Ⴆⴆ, Ⴡⴡ, Ⴇⴇ, Ⴈⴈ, Ⴉⴉ, Ⴊⴊ, Ⴋⴋ, Ⴌⴌ, Ⴢⴢ, Ⴍⴍ, Ⴎⴎ, Ⴏⴏ, Ⴐⴐ, Ⴑⴑ, Ⴒⴒ, Ⴣⴣ, Ⴓⴓ, Ⴔⴔ, Ⴕⴕ, Ⴖⴖ, Ⴘⴘ, Ⴙⴙ, Ⴚⴚ, Ⴛⴛ, Ⴜⴜ, Ⴝⴝ, Ⴞⴞ, Ⴤⴤ, Ⴟⴟ, Ⴠⴠ, Ⴥⴥ
Ⴀⴋⴁⴍⴁⴄⴌ, ⴐⴍⴋ ⴄⴑ ⴂⴀⴆⴈ ⴂⴀⴋⴍⴂⴍⴌⴈⴊⴈⴀ Ⴈⴌⴂⴊⴈⴑⴘⴈ. Ⴑⴀⴕⴀⴐⴇⴅⴄⴊⴍ
ⴀⴋⴟⴍⴁⴈⴌⴄⴁⴑ Ⴘⴄⴕⴑⴎⴈⴐⴑ ⴃⴄⴃⴀⴌⴘⴈ ⴀⴌ Ⴋⴀⴙⴀⴁⴊⴈⴑ ⴃⴀ Ⴎⴀⴑⴒⴄⴐⴌⴀⴉⴈⴑ
ⴇⴀⴐⴂⴋⴀⴌⴘⴈ. Ⴑⴀⴕⴀⴑⴐⴇⴅⴄⴊⴍⴑ, ⴈⴑⴄⴅⴄ ⴐⴍⴂⴍⴐⴚ ⴋⴇⴄⴊ Ⴑⴀⴁⴝⴍⴇⴀ Ⴉⴀⴅⴘⴈⴐⴑ,
ⴄⴑⴀⴝⴈⴐⴍⴄⴁⴀ ⴑⴞⴅⴀⴂⴅⴀⴐⴈ ⴃⴀⴑⴀⴅⴊⴓⴐⴈ
ⴂⴀⴋⴍⴚⴃⴈⴊⴄⴁⴀ. Ⴑⴀⴕⴀⴐⴇⴅⴄⴊⴍ, ⴈⴑⴄⴅⴄ ⴐⴍⴂⴍⴐⴚ ⴋⴇⴄⴊⴈ Ⴑⴀⴁⴝⴍⴇⴀ Ⴉⴀⴅⴘⴈⴐⴈ,
ⴓⴌⴃⴀ ⴈⴗⴍⴑ ⴁⴍⴐⴍⴒⴄⴁⴈⴑⴀⴇⴅⴈⴑ ⴃⴀⴞⴓⴐⴓⴊⴈ ⴑⴈⴅⴐⴚⴄ. Ⴀⴈ ⴐⴀⴒⴍⴋ ⴂⴀⴆⴈⴑ ⴂⴀⴋⴍⴗⴄⴌⴄⴁⴀ Ⴇⴁⴈⴊⴈⴑⴘⴈ ⴈⴗⴍ ⴋⴉⴅⴊⴄⴊⴍⴁⴀ.
|
Ⴋხედრული
|
|||
Ⴀა
|
Ⴉⴉ
|
Ⴒⴒ
|
Ⴛⴛ
|
Ⴁბ
|
Ⴊლ
|
Ⴣჳ
|
Ⴜწ
|
Ⴂგ
|
Ⴋმ
|
Ⴓუ
|
Ⴝჭ
|
Ⴃდ
|
Ⴌნ
|
Ⴔფ
|
Ⴞხ
|
Ⴄე
|
Ⴢჲ
|
Ⴕქ
|
Ⴤჴ
|
Ⴅვ
|
Ⴍო
|
Ⴖღ
|
Ⴟჯ
|
Ⴆზ
|
Ⴎპ
|
Ⴗყ
|
Ⴠჰ
|
Ⴡჱ
|
Ⴏჟ
|
Ⴘშ
|
Ⴥჵ
|
Ⴇთ
|
Ⴐრ
|
Ⴙჩ
|
|
Ⴈი
|
Ⴑს
|
Ⴚც
|
Ⴋხედრული
|
Ⴀა, Ⴁბ, Ⴂგ, Ⴃდ, Ⴄე, Ⴅვ, Ⴆზ, Ⴡჱ, Ⴇთ, Ⴈი, Ⴉკ, Ⴊლ, Ⴋმ, Ⴌნ, Ⴢჲ, Ⴍო, Ⴎპ, Ⴏჟ, Ⴐრ, Ⴑს, Ⴒტ, Ⴣჳ, Ⴓუ, Ⴔფ, Ⴕქ, Ⴖღ, Ⴗყ, Ⴘშ, Ⴙჩ, Ⴚც, Ⴛძ, Ⴜწ, Ⴝჭ, Ⴞხ, Ⴤჴ, Ⴟჯ, Ⴠჰ, Ⴥჵ
Ⴀმბობენ, რომ ეს გაზი
გამოგონილია Ⴈნგლისში. Ⴑაქართველო ამჯობინებს Ⴘექსპირს
დედანში ან Ⴋაჩაბლის და Ⴎასტერნაკის თარგმანში. Ⴑაქართველოს, ისევე როგორც მთელ Ⴑაბჭოთა Ⴉავშირს, ესაჭიროება სხვაგვარი დასავლური გამოცდილება. Ⴑაქართველო, ისევე როგორც
მთელი Ⴑაბჭოთა Ⴉავშირი, უნდა იყოს ბოროტებისათვის დახურული სივრცე. Ⴀი რატომ გაზის გამოყენება Ⴇბილისში იყო მკვლელობა.
|
Ⴕართული
სასტამბო ასოების ხმარება
Ⴋთავრული
ასოების ხმარება:
- Ⴍრთოგრაფიული დანიშნულებით — ახალი წინადადების პირველი სიტყვის პირველი ასო, და აგრეთვე პირადი და საკუთარი სახელების პირველი ასო;
- Ⴚალკეული სიტყვები ტექსტში მათი გამახვილების მიზნით;
- Ⴑათაურები.
ႣႤႫႭႬႱႲႰႠႺႨႨႱ ႣႠႰႡႤႥႠ ႧႡႨႪႨႱႸႨ
Ⴀმბობენ, რომ ეს გაზი გამოგონილია Ⴈნგლისში. Ⴑაქართველო ამჯობინებს ႸႸႤႵႱႮႨႰႱ დედანში ან ႫႠႹႠႡႪႨႱ და ႮႠႱႲႤႰႬႠႩႨႱ თარგმანში. Ⴑაქართველოს,
ისევე როგორც მთელ Ⴑაბჭოთა Ⴉავშირს, ესაჭიროება სხვაგვარი დასავლური გამოცდილება. Ⴀი რატომ გაზის
გამოყენება Ⴇბილისში იყო მკვლელობა.
|
Ⴋცირე
მთავრული ასოების ხმარება:
- Ⴚალკეული სიტყვები ან წინადადებები ტექსტში მათი გამახვილების მიზნით;
- Ⴑათაურები.
ႣႤႫႭႬႱႲႰႠႺႨႨႱ ႣႠႰႡႤႥႠ ႧႡႨႪႨႱႸႨ
Ⴀმბობენ, რომ ეს გაზი გამოგონილია Ⴈნგლისში. Ⴑაქართველო ამჯობინებს ႸႸႤႵႱႮႨႰႱ დედანში ან ႫႠႹႠႡႪႨႱ და ႮႠႱႲႤႰႬႠႩႨႱ თარგმანში. Ⴑაქართველოს,
ისევე როგორც მთელ Ⴑაბჭოთა Ⴉავშირს, ესაჭიროება სხვაგვარი დასავლური გამოცდილება. Ⴀი რატომ გაზის
გამოყენება Ⴇბილისში იყო მკვლელობა.
|
Ⴌუსხურასოებიან
ტექსტში
მხედრული ასოებით შეიძლება აიკრიფოს ცალკეული სიტყვები ტექსტში მათი გამახვილების
მიზნით.
ႣႤႫႭႬႱႲႰႠႺႨႨႱ ႣႠႰႡႤႥႠ ႧႡႨႪႨႱႸႨ
Ⴀⴋⴁⴍⴁⴄⴌ, ⴐⴍⴋ ⴄⴑ ⴂⴀⴆⴈ ⴂⴀⴋⴍⴂⴍⴌⴈⴊⴈⴀ Ⴈⴌⴂⴊⴈⴑⴘⴈ. Ⴑⴀⴕⴀⴐⴇⴅⴄⴊⴍ
ⴀⴋⴟⴍⴁⴈⴌⴄⴁⴑ Ⴘექსპირს ⴃⴄⴃⴀⴌⴘⴈ ⴀⴌ Ⴋაჩაბლის
ⴃⴀ Ⴎასტერნაკის ⴇⴀⴐⴂⴋⴀⴌⴘⴈ. Ⴑⴀⴕⴀⴐⴇⴅⴄⴊⴍⴑ, ⴈⴑⴄⴅⴄ ⴐⴍⴂⴍⴐⴚ ⴋⴇⴄⴊ Ⴑⴀⴁⴝⴍⴇⴀ Ⴉⴀⴅⴘⴈⴐⴑ,
ⴄⴑⴀⴝⴈⴐⴍⴄⴁⴀ ⴑⴞⴅⴀⴂⴅⴀⴐⴈ ⴃⴀⴑⴀⴅⴊⴓⴐⴈ ⴂⴀⴋⴍⴚⴃⴈⴊⴄⴁⴀ.
Ⴀⴈ ⴐⴀⴒⴍⴋ ⴂⴀⴆⴈⴑ ⴂⴀⴋⴍⴗⴄⴌⴄⴁⴀ Ⴇⴁⴈⴊⴈⴑⴘⴈ ⴈⴗⴍ ⴋⴉⴅⴊⴄⴊⴍⴁⴀ.
|
Ⴋხედრულასოებიან
ტექსტში
ნუსხური ასოებით შეიძლება აიკრიფოს ცალკეული სიტყვები ტექსტში მათი გამახვილების
მიზნით.
ႣႤႫႭႬႱႲႰႠႺႨႨႱ ႣႠႰႡႤႥႠ ႧႡႨႪႨႱႸႨ
Ⴀმბობენ, რომ ეს გაზი გამოგონილია Ⴈნგლისში. Ⴑაქართველო ამჯობინებს Ⴘⴄⴕⴑⴎⴈⴐⴑ
დედანში ან Ⴋⴀⴙⴀⴁⴊⴈⴑ
და Ⴎⴀⴑⴒⴄⴐⴌⴀⴉⴈⴑ თარგმანში. Ⴑაქართველოს, ისევე როგორც მთელ Ⴑაბჭოთა
Ⴉავშირს, ესაჭიროება სხვაგვარი დასავლური გამოცდილება. Ⴑაქართველო,
ისევე როგორც მთელი Ⴑაბჭოთა Ⴉავშირი, უნდა იყოს ბოროტებისათვის დახურული სივრცე. Ⴀი
რატომ გაზის გამოყენება Ⴇბილისში იყო მკვლელობა.
|
Ⴃასასრული!
Автор: Tamaz Mchedlidze на пятница, июня 07, 2013
Подписаться на:
Сообщения (Atom)