Ⴕართული Ⴃასაბამი და Ⴕორონიკონი
Ⴀხ.წ. 325 წელს ჩატარდა Ⴌიკეის
საეკლესიო კრება, რომელმაც პასქალური დღესასწაულის გამოსათვლელად მიიღო 532 წლიანი
”Ⴃიდი Ⴈნდიქტიონი”. Ⴀმ ციკლის მე-10 მოქცევის 5320 წელი საფუძვლად დაედო
სხვადასხვა ქრისტიანული ერის წელთაღრიცხვას, მათ შორის ქართულს. Ⴕართული ეროვნული წელთაღრიცხვის დასაბამი
(ძვ. წ. 284 წ.) საფუძვლად დაედო ქართულ ქრისტიანულ წელთაღრიცხვასაც: 5320 წ. +
284 წ. = 5604 წ. ქართული Ⴃასაბამიდან, ანუ Ⴕრისტეშობის წელი.
Ⴕრისტეშობიდან 1995 წლის 19 აგვისტოს დაიწყო ქართული Ⴃასაბამის
ახალი LXXVII (77-ე) საუკუნე, ანუ 7600 წელი!
Ⴘესაბამისად, Ⴕრისტეშობიდან 2017 წელი უდრის 7621 წელს ქართულ Ⴃასაბამიდან!
Ⴀხ. წ. 1313 წ. დაიწყო მე–14 მოქცევა, რომელიც დამთავრდა
1844 წ. Ⴋომდევნო 1845 წელს კი დაიწყო მე–15 მოქცევა. Ⴋაშასადამე, Ⴕრისტეშობიდან 2017 წ. უდრის 173 წელს
Ⴕორონიკონით!