Ⴇამაზ Ⴋჭედლიძე. Ⴎირველნაბეჭდი
ქართული წიგნები. —
Ⴔულდა, 2013 — 200 გვ. — 241 ილ., 10 ტაბ.
Ⴀდრეული სასტამბო შრიფტები. — Ⴂვ. 13-18.
Ⴂაგრძელება! Ⴃასაწყისი წინა
ჩანაწერში!
Ⴀდრეული ქართული სასტამბო შრიფტები
Ⴐომში
1628 წელს Ⴑტეფანო Ⴎაოლინისა და Ⴌიკიფორე Ⴈრბახის (Ⴌიკოლოზ
Ⴈრუბაქიძე-Ⴙოლოყაშვილის) მიერ დამზადდა პირველი ქართული სასტამბო შრიფტი,
რომლითაც 1629 წელს დაიბეჭდა „Ⴕართულ-იტალიური ლექსიკონი“ და „Ⴕართული ანბანი
ლოცვებითურთ“.
|
Ⴑტეფანო Ⴎაოლინის და Ⴌიკიფორე
Ⴈრბახის
პირველი ქართული სასტამბო შრიფტი (1628 წ.) |
1643 წელს
Ⴐომში ამავე შრიფტით დაიბეჭდა Ⴔრანცისკო-Ⴋარია Ⴋაჯიოს „Ⴕართული გრამატიკა“. Ⴔ.-Ⴋ. Ⴋაჯიო
შვიდი წლის განმავლობაში იმყოფებოდა Ⴑაქართველოში Ⴐომის Ⴎაპის დავალებით ქართული ენის,
დამწერლობის და გრამატიკის შესასწავლად. Ⴀმ წიგნის მეორე გამოცემა გამოვიდა 1670 წ.
|
Ⴕართულ-იტალიური ლექსიკონი. Ⴐომი,
1629 წ. |
Ⴋე-17 ს.
80-ან წლებში მეფე Ⴀრჩილ II უკავშირდება Ⴀმსტერდამის ბურგომისტრს Ⴌიკოლა Ⴅიტცენს და
შვედ მეცნიერს, დიპლომატ Ⴈოჰან Ⴘპარვენგელფერდს, ხოლო მათი მეშვეობით Ⴀმსტერდამში მოღვაწე
სახელგანთქმულ ასოთმქანდაკებელს Ⴋიკლოშ Ⴒოტფალუშ Ⴉიშს, რომელსაც დაავალა ქართული სასტამბო
შრიფტის დამზადება. Ⴀრჩილის მიერ შედგენილი ქართული ასოების ნიმუშების გამოყენებით
1687 წელს Ⴋიკლოშ Ⴉიშმა ჩამოასხა ახალი ქართული შრიფტი, რომელიც შეიცავდა ასომთავრულ,
ნუსხურ და მხედრულ ასოებს. Ⴀმ შრიფტით 1705 წ. Ⴋოსკოვში აიწყო და დაიბეჭდა „Ⴃავითნი“.
|
Ⴋიკლოშ Ⴒოტფალუშ Ⴉიშის მიერ დამზადებული
ქართული
შრიფტი (Ⴀმსტერდამი, 1687 წ.) |
|
Ⴀრჩილ მეფის მიერ Ⴋოსკოვში გამოცემული
„Ⴃავითნი“.
1705 წ. |
Ⴋე-18 ს.
დასაწყისში Ⴅახტანგ VI Ⴅლახეთიდან მოიწვია მესტამბე Ⴋიხაელ Ⴈშტვანოვიჩი (Ⴋიხაილ Ⴅალახი,
ცნობილი ქართველი მოღვაწის Ⴀნთიმოზ Ⴈვერიელის მოწაფე). Ⴇბილისში Ⴋტკვრის პირას, თავისი
სასახლის ახლოს, მოაწყო სტამბა და შეუდგა წიგნების გამოცემას. Ⴀმ სტამბაში 1709 წ.
დამზადდა Ⴑაქართველოში პირველი ნაბეჭდი წიგნი «Ⴑახარება». Ⴀმავე წელს გამოიცა «Ⴃავითნი»
და «Ⴑამოციქულო». Ⴄს წიგნები დაიბეჭდა Ⴋიხაელ Ⴈშტვანოვიჩის (Ⴑტეფანიშვილის) მიერვე
დამზადებული შრიფტით. 1712 წ. კი განხორციელდა „Ⴅეფხისტყაოსანის“ პირველი გამოცემა.
|
Ⴋიხაელ Ⴈშტვანოვიჩის სასტამბო შრიფტი
(1708 წ.) |
|
Ⴃავითნი.
Ⴒფილისი,
1711. Ⴇავფურცელი |
Ⴂაგრძელება მომდევნო ჩანაწერში!
|